ხვალ, 9 ოქტომებერს 13:00 საათზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლობა თბილისში შეხვედრას გამართავს.
"შეხვედრაზე იქნებიან 20-ზე მეტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამერიკელ პარტნიორებთან, ლორეტა ჰერიტონთან და კრისტინა პუშაუსთან ერთად. ისინი განიხილავენ „დასავლური პლატფორმის“ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას.
გაერთიანება „დასავლური პლატფორმის“ მისიას წარმოადგენს:
• თავისუფალი, ღია, ინკლუზიური, სამართლიანი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემის არსებობა;
• ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, კანონის უზენაესობის ფარგლებში;
• საქართველოს ტერიტორიის 20% -ის რუსული ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება;
• მედიის თავისუფლება და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგობა;
• მდგრადი განვითარება, რომელიც სასარგებლო და ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის მოსახლეობისათვის, ასევე საქართველოს ბუნებრივი გარემოსათვის.
ქრისტინა პუშაუ, პოლიტიკური მიმომხილველი და „დასავლური პლატფორმის“ ინიაციატივის თანადამფუძნებელი, მიმოიხილავს აშშ-ს მიერ შესაძლო მხარდამჭერ ღონისძიებებს, საქართველოს სამოქალაქო სექტორში პროდასავლური განვითარების მეტი ეფექტურობისათვის.
ფორუმის დასასრულს გაფორმდება მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც ოფიციალურად დაადასტურებს „დასავლური პლატფორმის“ ინიციატივის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას"- აცხადებენ გაერთიანების წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილი შეხვედრის შემდგომ, შეხვედრის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან ჩავლენ.
ღონისძიება საქართველოს უნივიერსიტეტში გაიმართება. მის: კოსტავას 77ა, მე-5 სართული, 519-ე აუდიტორია.
მასალის გამოყენების პირობები






