"ეხვეწებოდა წამალის დალევა დამაგვიანდა და ცუდად ვარო"- ბათუმში მოსახლეობა მამაკაცის გარდაცვალებაში პოლიციას ადანაშაულებს
შემთხვევა - 09:54, 08 Oct, 2018     11526
ხმაური იყო გვიან ღამით ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე. მოსახლეობამ გზაც გადაკეტა. პროტესტის მიზეზი, სოფელ ახალსოფლის მოსახლეობის უკმაყოფილება გახდა. ისინი თანასოფლელის სიკვდილში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეკიპაჟის წევრებმა, 65 წლამდე მოქალაქეს წამლის დალევის საშუალება არ მისცეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

,,გარდაცვლის ახალსოფლის ცენტრში მაღაზია ჰქონდა. როცა დახურა ობიექტი, პოლიცია აედევნა და სახლში მისულს, ალკოჰოლზე შემოწმება მოსთხოვეს. მან კი პოლიციელებს უთხრა, რომ ავადაა და წამლის მიღების დრო დაუგვინდა. სთხოვა, სახლში შევალ, წამალს დავლევ და გამოვალო, პოლიციამ კი, უარი უთხრა. ამ პროცესში ჩვენი მეზობელი უგონოდ ძირს დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა,“ - აცხადებს ახალოსფლის მკვიდრი, გიგა თედორაძე.

ადგილობრივები სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაგვიანებით მისვლაზეც საუბრობენ.

შსს - მ გამოძება დაიწყო. საქმე გამოსაძიებლად გენინსპექციას გადაეცა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მამაკაცი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმების მიზნით გააჩერა, თუმცა სიმთვრალე არ დადგინდა და მძღოლმა გადაადგილება განაგრძო.

მათივე განცხადებით, მოგვიანებით აღნიშნულ მამაკაცთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება შევიდა, შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს კი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

"მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს,რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო. დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ",- აცხადებენ შსს-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42