"რეანიმაციაში... მე ვლაპარაკებდი ის კი სულს ებრძოდა...კალაძე შენს სულ შეეხო, პოლიციელი დედაშენს... ეს არ ადარდებთ, ჩვენ ხომ უბრალო ხალხი ვართ, მაგრამ პირობას შეგისრულებ მამი..."
სოც.მედია - 10:40, 07 Oct, 2018     22268

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს ავრცელებს და შვილის მკვლელობის დღის დეტალებს იხსენებს:


"ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება!

დავიწყოთ 2017 წლის 1დეკემბრიდან.შუადღის 2 საათი იქნებოდა დაახლოვებით,როდესაც დათოს დამრიგებელმა დამირეკა,რომ სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი სკოლაში, იმდენად შეშფოთებული ხმა ქონდა პირდაპირ სკოლისკენ წავედით მე და ჩემი თანამშრომელი.
სკოლაში მისულს მეუბნება ქალბატონი ნანა,რომ ჩხუბი მოხდა და დათუჩა ფეხშია დაჭრილიო,გავიქეცით საავადმყოფოსკენ და თან ცრემლი მახრჩობდა,ღმერთს ვეხვეწებოდი რომ არ გავეწირე,გული ცუდს მიგრძნობდა,გზაში ნანას დაურეკეს და უთხრეს მეორე ბიჭი გარდაიცვალაო,ნიკო დააჭირე გაზს რაღაც ვერ არის კარგად საქმეთქო.
საავადმყოფოში ზღვა ხალხი დამხვდა,გული მიმდიოდა მაგრამ ფეხზე უნდა ვმდგარიყავი,ღრიალით შევვარდი მისაღებში მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეუბნებოდა,საოპერაციოში ყავთ,მხოლოდ ეს იყო პასუხი.
ექიმის ნასახი არავინ იყო,ყველა დათუჩას დატრიალებდა თავს.ადგილს ვერ ვპოულობდი.ხალხში გავდიოდი და გამოვდიოდი.ხმამაღლა მინდოდა ყვირილი ჩემი ხმა რო გაეგონა და მიმხვდარიყო მასთან რომ ვიყავი.
ბავშვები ყვებოდნენ რა მოხდა და სად იყო ჩხუბი.მაშინ დასახელდა სამი პიროვნება ვინც დანა დაარტყა.
მხოლოდ იმას ვფიქრობდი რომ უნდა გადარჩენილიყო.
დამთავრდა ოპერაციები.გამოვიდა ექიმების ჯგუფი და დავჯექით სალაპარაკოდ.ვერვერთი თვალს ვერ მისწორებდა,რამოდენიმე წუთი მდუმარედ ვისხედით და ბოლოს ვიკიტხე
-ცოცხალია?
და ერთმა ექიმმა დაიწყო.12 სადისტური ჭრილობის აღწერა.
ღვიძლი დაზიანებული
არტერია გადაჭრილი
ფილტვი დაზიანებული
და დაჩეხილი.
სასიცოცხლო ნიშნები აღარ არსებობდა.
გადარჩენის შანსი ფაქტიურად აღარ იყო.
ბრძოლობდნენ ექიმები გადასარჩენათ,მაგრამ ამაოდ.
ვერ გაუწია წინააღმდეგობა სიკვდილს.
და თან წაიღო მთელი ოჯახის სიცოცხლეც.
ბოლო ჩვენი შეხვედრა რეანიმაციაში შედგა. მე ვლაპარაკობდი ის კი სულს ებრძოდა. მე ვანუგეშებდი და ვამხნევებდი,მაგრამ მას არ ესმოდა.
ვიცოდი რომ ვერ გადარჩებოდა მაგრამ იმედს არ ვკარგავდი.დაგვტოვა მაინც.
მის სხეულს ყოველღამე ვეფერებოდი და ვეუბნებოდი ,რომ ყველას გავანადგურებდი ვინც შენზე დანა აღმართა.
მას მერე 10 თვეზე მეტი გავიდა.
ერთი მკვლელი დაჭერილია ორი გარეთაა.
იმის მაგიერ რომ შენი მკვლელები პასუხისგებაში მისცნენ, პირიქით აქეთ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი განადგურება.
მკვლელებს აღმოაჩნდა ბობოლა დამცველები და იმათ პასუხისგებაში მიცემას ურჩევნიათ ჩემზე მოიტანონ იერიში. ათასგვარ სიბინძურეს თხზავენ ჩემზე, უნდათ რომ ფსიქოლოგიურად გამანადგურონ.
ის კი არ ახსოვთ რომ შენთან ერტად მოვკვდი და მხოლოდ მიტო ვარ ამ ქვეყნად ,რომ პირობა მოგეცი და მაინც რაც არ უნდა დამიჯდეს შევასრულებ.
ცდილობენ ხალხს შეაზიზღონ ჩემი თავი და ამით მკვლელებზე იერიშს ანეიტრალებენ.
ის კი არ ახსოვთ, რომ მკვდარს შემიზიზღებენ თუ არა, რომ აღარ აქ აზრი და მაინც არ მოვისვენებ სანამ მკვლელები არ დაისჯებიან.

კალაძეს რატო შეეხო, ატყდა ერთი ამბავი.
კალაძე შენს სულს შეეხო და მე დამადანაშაულა შენი სულის გაყიდვაში.
ეს არ ადარდებს ხალხს,ჩვენ ხომ უბრალო გლეხები ვართ და ის თანამდებობის პირი.
პოლიციელს რატო შეაფურთხა გაისმა ათასგვარი შეძახილები.
პოლიციელი დედაშენს შეეხო.
ეს არ ადარდებს ხალხს, ჩვენ ხომ უბრალო ხალხი ვართ და ის პოლიციის მაღალჩინოსანი.

ჩვენ ხო საქართველოს უბრალო შვილები ვართ და ისინი მთავრობის ელიტარული წარმომადგენლები.
მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ჩემი მთავრობა შენ იყავი.
პოლიტიკოსად მომნათლეს და ათასგვარ სიბინძურეში მძირავენ, მაგრამ ავიწყდებათ რომ ჩემი პოლიტიკა შენ იყავი და სიბინძურეში მკვდარი აღარ იძირება.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება.

მაგრამ ავიწყდებათ,რომ მე შენ პირობა მოგეცი და შევასრულებ.

მიყვარხარ მამიიიი." - წერს ზაზა სარალიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42