თსუ-მ სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებისთვის ტრადიციული Welcome Party-ით აღნიშნა
საზოგადოება - 13:48, 06 Oct, 2018     1428

ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებისთვის ტრადიციული Welcome Party-ით აღნიშნა. 5000-მდე სტუდენტისთვის კონცერტი სტეფანემ და სხვა ცნობილმა მუსიკალურმა ჯგუფებმა და დიჯეებმა გამართეს. „ნებისმიერი არტისტისთვის, ადამიანების ეს კატეგორია, სტუდენტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი. ჩემთვის ეს ასმაგად სასიხარულოა. რაც შეეხება ამ ულამაზეს ახალგაზრდებს, მათი იმედი გვაქვს ჩვენ. უნდა ისწავლონ ძალიან მაგრად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ და წინ. ჩვენ გვაქვს მათი იმედი.“-განაცხადა კონცერტის წინ სტეფანემ. მასთან ერთად მუსკალურ საღამოზე სტუდენტებისთვის უკრავდნენ LINE UP: STEPHANE, BACHO B2B KVACHI, A2K.

ახალი სასწავლო წელი პირველკურსელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა. „ეს არის ალბათ ყველაზე ხალხმრავალი მიღება უნივერსიტეტში. 4600 სტუდენტი მივიღეთ წელს პირველ კურსზე. ისტორიული მეასე მიღება არის უნივერსიტეტში და ძალიან წარმატებულები ყოფილიყვნენ. ეს არის მთავარი სურვილი.“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემაც მიულოცა. მისი თქმით, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის ეს დღე ორმაგად ამაღელვებელია.
„სტუდენტებს მინდა ვუსურვო წარმატება და მინდა ვუთხრა, რომ მათ ელით ძალიან საინტერესო გამოცდილება წინ ამ ისტორიული უნივერსიტეტის კედლებში. მომავალი ცოდნის მიღებით ისინი ნამდვილად შექმნიან ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2018 წელს თსუ-მ პირველკურსელების მე-100 საიუბილეო ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის პირველკურსელის თინათინ ხუნდაძის განცხადებით, საღამო ძალიან პოზიტიური იყო. „ძალიან სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება უნივერსიტეტის დასაწყისში ერთმანეთი გავიცნოთ დადებით გარემოში დადებით მუხტთან ერთად. უნივერსიტეტთან დაკავშირებული ყველა მოლოდინი გამიმართლდა და ვფიქრობ, რომ საუკეთესო უნივერსიტეტში მოვხვდი.“-აღნიშნა სტუდენტმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42