ბახმაროში თოვლი მოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელიამბობს, რომ ამინდის გაუარესება მოსალოდნელი იყო. სვეტლანა ნიორაძე აღნიშნავს, რომ ბახმაროში დღის განმავლობაში წვიმდა და ასევე იყო თოვლჭყაპიც.
"ხვალ, 6 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპრატურა +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 7 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს, 8-ში კი ისევ მოიმატებს.
ქ. თბილისში 5-6 ოქტომბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 5-ში დღის ბოლომდე იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება, 7 ოქტომბერს კი შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 8 ოქტომბერს +20 გრადუსამდე დათბება"- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს რეალობას.
მასალის გამოყენების პირობები






