Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს
საზოგადოება - 12:48, 05 Oct, 2018     2326
მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს. გამგზავრების წინ ჯერემი კლარკსონს, რიჩარდ ჰამონდს და ჯეიმს მეის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. მსოფლიოში პოპულარულმა ტელეწამყვანებმა გადაცემის ახალი ეპიზოდის მოსამზადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შეარჩიეს. გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა. Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველოში Bentley-ით, BMW-ითი და Aston Martin-ით იმოგზაურეს. სატელევიზიო შოუ Grand Tour 2016 წლიდან Amazon Prime-ის საშუალებით ვრცელდება. 2015 წლამდე ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი BBC-ზე გადაცემა Top Gear-ის წამყვანები იყვნენ. Amazon Prime-ზე ლეგენდარული წამყვანების გადაცემას Grand Tour-ს 500 მილიონი მაყურებელი ჰყავს. გადაცემა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. ჯერემი კლარკსონს საქართველოში განსაკუთრებით მოეწონა კერძები და ღვინო: "საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, შესანიშნავი ღვინით, ამინდით და გულწრფელი ხალხით. მე აუცილებლად დავბრუნდები თქვენს ქვეყანაში, საქართველო ევროპის იდუმალებით მოცული მარგალიტია."-აცხადებს ჯერემი კლარკსონი.


"ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი: ეს ადამიანები მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში პროექტ Top Gear-ით განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს. მათ ახალ გადაცემას Grand Tour ნახევარი მილიარდი ადამიანი უყურებს, ამ გადაცემის საშუალებით ძალიან ბევრი მათგანი გაიცნობს საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდებათ. "-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

"ნებისმირი ქვეყნისთვის "ჯერემი კლარკსონის და მისი გუნდის სტუმრობა პრივილეგიად და ქვეყნის პრესტიჟად ითვლება. Grand Tour-ის საქართველოში ჩაწერა კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნისადმი დაინტერესებას, განსაკუთრებით კი ეს მნიშვნელოვანია ევროპული, ბრიტანული ტურისტული ბაზრის მოსაზიდად, რაც ძალიან დაეხმარება როგორც კერძო სექტორს, ასევე მთლიანად ქვეყანას."

აცხადებს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42