ფონდ „იავნანას“ საქმე - პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოს ჩვენებას 8 ოქტომბერს მისცემს. ამის შესახებ განცხადება თავად ბურჭულაძემ გააკეთა. ბურჭულაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს დაკითხვის შესახებ შეთანხმება ვასილენკოსა და პროკურატურის გამომძიებელს შორის გუშინ შედგა.
„გუშინ მობრძანდა გიორგი ლომთაძე, პროკურატურის გამომძიებელი. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებით და შეთანხმდნენ რომ 8 რიცხვში მივიდოდა და დაკითხვა მოხდებოდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი. სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. და ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან, რომ ვითომ გაიქცა ვინმე ქვეყნიდან. გასაქცევად ჩემი აზრით ემზადება ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს მასთან ჰქონდა შეხვედრა ფონდ იავნანას პარიზში წასვლასთან დაკავშირებით მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ისე რომ ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება და ჩვენ თვითონ გვინდოდა მარტის თვიდან მაგრამ დღეს დაასწრეს, იმიტომ რომ ხვალ მე მაქვს შეხვედრა ელჩებთან, მე მაქვს საზოგადოებასთან შეხვედრა და მინდა ყველაფერი მოვუყვე თუ რა წნეხის ქვეშ არის ფონდი იავნანა,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






