თსუ-ში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საზოგადოება - 17:48, 04 Oct, 2018     990

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის საფუძველზეც თსუ-ს წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გაიარონ პროფესიული მომზადება, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკული საქმიანობით, ასევე, გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. წამატებული სტაჟირების შემდეგ შერჩეული სტუდენტები დასაქმდებიან კომპანიაში.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ოპერირებას უწევს მაგისტრალურ გაზსადენებს საერთო სიგრძით 1967,136კმ. და მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს: ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან: აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები, ჩრდილეოთ კავკასია-ამიერკავკასია; ბუნებრივი გაზის ტრანზიტულ მომსახურებას ჩრდილოეთიდან-სამხრეთის მიმართულებით; კომპანია ასევე უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი აირის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. სამუშაოები ტარდება მაღალი სტანდარტების დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. გაფორმებული ხელშეკრულებების და მემორანდუმების საფუძველზე ყოველწლიურად თსუ-ს ასობით სტუდენტი გადის სტაჟირებას და საქმდება სახელმწიფო და კერძო სექტორში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42