"არც საწოლი გააჩნიათ და არც სხვა სახის ავეჯი, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ"- დიღმელაშვილების ოჯახს დახმარება ესაჭიროება
საზოგადოება - 11:48, 04 Oct, 2018     1414
ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება. 38 წლის თეა დიღმელაშვილი, მისი ხანდაზმული დედა და სამი შვილი მოკლებულნი არიან ელემენტარულ ადამიანურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ.


ისინი ცხოვრობენ ერთ ოთახში სველი წერტილების გარეშე, ავეჯი ამორტიზირებულია, ხოლო კედლები და ჭერი, როგორც ჩანს, არც არასდროს ყოფილა მწყობრში. სახელმწიფომ მათ სწორედ ასეთი ფართი გამოუყო, რომელიც მდებარეობს უშიშროების აკადემიის ყოფილი საერთო საცხოვრებელის შენობაში.

თეა დიღმელაშვილი მარტოხელაა დედაა. მან გაზარდა სამი შვილი, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის და უამრავი პრობლემის გამო ვერ შეუქმნა შვილებს სათანადო პირობები.

ანა, უფროსი ქალიშვილი, ამჟამად 18 წლისაა და ეუფლება სტილისტის პროფესიას; 16 წლის გიორგიმ მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა და შემდეგ მიატოვა სწავლა; ყველაზე უმცროსი - ბარბარე, ახლა 8 წლის არის, სწავლობს სკოლაში, თუმცა გაკვეთილებს ავადმყოფობის გამო ხშირად აცდენს.

საქმე ის არის, რომ დიღმელაშვილების საცხოვრებელი არ თბება და ბავშვები წვანან ბეტონის ცივ იატაკზე. თავად თეა და მისი ხანდაზმული დედაც ხშირად ავადმყოფობენ, არ აქვთ საშულება შეიძინონ ელემენტარული წამლები, რომ არაფერი ვთქვათ სტაციონალურ მკურნალობაზე.

ეს ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მიზერული ფულადი შემწეობა, რომელიც აუცილებელ პროდუქტებზე ეხარჯებათ.

მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ოჯახს, რომელსაც არც საწოლი გააჩნია და არც სხვა სახის ავეჯი, ხშირად შიმშილობს და მხარდაჭერას ითხოვს.

ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ!

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დიღმელაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოევცკის ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/369-digmelashvili/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42