როგორც ვანო მერაბიშვილის მკურნალმა ექიმმა, თერაპევტმა ელენე ხურციძემ გუშინ განაცხადა, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ექიმები ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.
ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველი კი აუცილებლობად მიიჩნევს ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა სპეციალისტებმა შეისწავლონ.
"ამ ადამიანს სახეზე აქვს უკვე წარუშლელი ნაკლი - ჩავარდნილი თვალი, უკან გადაწეული. მას უთხრეს ექიმებმა რომ ეს შეიძლება დარჩეს ან გაუმჯობესდეს. ჩვენ გვაქვს ოფიციალური პასუხი მიღებული რომ შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები ან შევიყვანოთ ქართველი ექიმები. ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ ექიმებს და აუცილებლად გავივლით მასთან კონსულტაციებს. ფაქტია რომ არ იციან რა ჭირს ამ ადამიანს და არ იციან როგორ უმკურნალონ მას,"-აცვხადებს მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






