თსუ -ში გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართება
საზოგადოება - 16:08, 03 Oct, 2018     1025

4 ოქტომბერს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი არქეოლოგისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენლები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, გურამ ლორთქიფანიძის ოჯახის ახლობლები და სტუდენტები.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იქნება გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,გადარჩენილი სახელი” (ავტორი: ნინო კაკულია – გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი); ასევე, გაიმართება გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა _ ,,ყველაფერი ცნობილი არქეოლოგის შესახებ”.

გურამ ლორთქიფანიძე 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯერ ისტორიის კათედრისა და შემდეგ არქეოლოგიის კათედრისა. მისი ინიციატივით ისტორიის ფაკულტეტზე დაფუძნდა კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომელსაც იგი 1985-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი დღემდე ხელმძღვანელობს, ასევე, თსუ-ში ,,ისრაელის ცენტრს”. გურამ ლორთქიფანიძე 2009 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. წლების განმავლობაში იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა არქეოლოგიურ გათხრებში, 1975 წლიდან იყო ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ავტორია 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი, დაწერილი აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42