აჩიკო ბაირამოვი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება- 29 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:30, 03 Oct, 2018     1210
უკვე 4 წელია, რაც 29 წლის აჩიკო ბაირამოვი საწოლს არის მიჯაჭვული, იგი უგონო მდგომარეობაშია, არაფერზე რეაგირებს და ფაქტიურად სიკვდილის ზღვარზე იმყოფება.


2014 წლის 6 სექტემბერი აჩიკოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა! სახლთან ახლოს ის უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა. მაშველები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ყმაწვილის გამოყვანას დამსხვრეული მანქანიდან. უგონო მდგომარეობაში მყოფი აჩიკო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი 3 თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატს იყო მიერთებული და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა.

უფლის წყალობით ექიმებმა შეუძლებელი შესძლეს და აჩიკო ბაირამოვი სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს. მას შემდეგ 4 წელი გავიდა...

სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, იგი კვლავ უგონო მდგომარეობაში იმყოფება, სუნთქავს და იკვებება ტრაქეაში და კუჭში ჩადგმული სპეციალური მილებით. მას ხშირად მოსდის შეტევები, ეწყება ეპილეფსიური კრუნჩხვები, ფეხები ფაქტიურად ატროფირებული აქვს, გარემოს აბსოლუტურად ვერ აღიქვამს.

„როდესაც შემატყობინეს ამ უბედური შემთხვევის შესახებ, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილი, რომელიც სახლიდან ორიოდე საათის წინ გავიდა, თავისი ფეხით ვერ დაბრუნდებოდა...არადა იგი ავარიამდე ცოტა ხნით ადრე სამომავლო გეგმებს აწყობდა, ოჯახის შექმნას აპირებდა, იყო ბედნიერი და სრულიად ჯანმრთელი. აი ასე, ერთ წუთში დაინგრა გეგმებიც და მთელი მისი სიცოცხლე...“, - ამბობს აჩიკოს დედა ჯამილა.

ბაირამოვების ოჯახი შეჭირვებულად ცხოვრობს. დედა ვერ მუშაობს, რადგან 24 საათი ავადმყოფ შვილს უვლის, ხოლო მამას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ მუშაობა დაიწყოს. ოჯახში კიდევ 2 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება.

დიახ, მატერიალური სიდუხჭირის გამო აჩიკო ბაირამოვის ოჯახს უჭირს ძვირადღირებული მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და სპეციალური კვების შეძენა, ვერ უტარებენ ავადმყოფს მასაჟებს და სათანადო მკურნალობას.

ამ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობის თანხა მოუხსნა. მიზეზად დასახელდა ოთახის გამათბობლის გამოყენება.

რომ არა კეთილი ადამიანები, აჩიკო დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ყმაწვილს დახმარების ხელი! დავირაზმოთ მის ირგვლივ, არ დავრჩეთ გულგრილნი, არ ავუაროთ გვერდი მის გასაჭირს, გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე!

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჩიკო ბაირამოვი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/368-bairamov/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42