საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებელბის პროტესტი - ადგილობრივები კლდის ნგრევასა და კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ თვეზე მეტია დედაქალაქის მერთან ან მის მოადგილეებთან შეხვედრას ითხოვენ, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, საჭიროა დროული რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ. საპროტესტო აქციას ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა.
„მე ძალიან კარგად მახსოვს კალაძის დაპირება, რომ ეს ქალაქი იქნებოდა სიცოცხლით სავსე. აქ აპირებენ ისედაც შლადი კლდის უზარმაზარი მასივის მოჭრას და უკვე შემოღობილი აქვთ და დაწყებულია სამუშაოები. ისედაც ეს კორპუსი არის ავარიული და საფრთხეს შეუქმნიან ამ კორპუსს და საფრთხეს შეუქმნიან ამ კლდის მასივის თავზე პირველ ექსპერიმენტულ სკოლას. ეს იყო მისი საარჩევნო დაპირება, რომ სიცოცხლით გაივსებოდა ეს ქალაქი? აი ამაზე არის ლაპარაკი. ყველას საფრთხის ქვეშ აყენებენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






