თსუ-ში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული დაიწყო
საზოგადოება - 12:25, 02 Oct, 2018     819
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცერნის ATLAS ექსპერიმენტში მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვეიცარია, რუსეთი, შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბრაზილია, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩეხეთი და სხვა). ტაილ კალორიმეტრის პროექტი 25 ინსტიტუტს და უნივერსიტეტს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან.


კონფერენცია დეტექტორის მთავარი ამოცანების სტატუსს აჯამებს, როგორებიცაა: კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა მომზადება და ვარგისიანობა, მომსახურეობა, ფუნქციონირება და განახლება.
კვირეულის გახსნის ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.
მისი თქმით, შეხვედრა მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ერთგვარი გაგრძელებაა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებიან. „მნიშვნელოვანია, რომ თსუ ფიზიკოსები ჩართულნი არიან ცერნში ATLAS ექსპერიმენტში. კვირეულის განმავლობაში საინტერესო საკითხები განიხილება, რომელიც ATLAS-ის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს უკავშირდება. ეს არის ყველაზე დახვეწილი დეტექტორი, რომელიც დღეს გააჩნია მსოფლიოს. კარგია, რომ შეხვედრის ჩასატარებლად საქართველო და კონკრეტულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩიეს,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, მეცნიერ-მკვლევრის თამარ ჯობავას ინფორმაციით, ATLAS ექსპერიმენტში მონაწილე ქართველმა სტუდენტებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს და ზოგიერთ საკითხში ლიდერებიც გახდნენ. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მის დაქვემდებარებაში მყოფ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან და ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად ATLAS ექსპერიმენტში უკვე 25 წელია მონაწილეობს. ჩვენი თანამშრომლობა 1994 წლიდან დაიწყო. ეს იყო ის დრო, როდესაც საქართველოს ყველა მიმართულებით ძალიან უჭირდა. ფიზიკოსების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, ჩავრთულიყავით ამ ისტორიულ უმნიშვნელოვანეს პროექტში. 25 წლის განმავლობაში ვცდილობთ ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი ინსტიტუტები და საერთოდ საქართველო. მთავარია, რაც ჩვენმა თაობამ 25 წლის განმავლობაში გააკეთა, ახლა ახალმა თაობამ, სტუდენტებმა, დოქტორანტებმა გააგრძელონ, მათ უკვე ბევრ წარმატებას მიაღწიეს,“ - აღნიშნა თამარ ჯობავამ.
ATLAS ექსპერიმენტი არის დიდი კვლევითი პროექტი ფუნდამენტური კვლევების ფრონტზე, რომელიც იყენებს თანამედროვე სამეცნიერო ინსტრუმენტებს სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოების მიზნით. ATLAS ექსპერიმენტი არის დიდ ადრონულ კოლაიდერზე არსებულ ოთხ მთავარ ექსპერიმენტთაგან ერთ-ერთი, რომელსაც გადაჰყავს ნაწილაკების ფიზიკა შემეცნების ახალ საფეხურზე. დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ბუნების ფუნდამენტური პროცესების გამოკვლევისათვის ATLAS ექსპერიმენტში მონაწილე ფიზიკოსებმა შექმნეს უპრეცენდენტო ზომის და სირთულის დეტექტორი: 46 მეტრი სიგრძის, 25 მეტრი სიმალღლის და 7000 ტონა წონის. ATLAS დეტექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დეტექტორი ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებისათვის ოდესმე შექმნილ დეტექტორებს შორის და წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით 38 ქვეყანის 180 უნივერსიტეტის და ლაბორატორის 3000-ზე მეტი მეცნიერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან სამრეწველო კომპანიებთან. ATLAS ექსპერიმენტის დიდი პოტენციალი ფიზიკის შესწავლის საქმეში დიდად არის დამოკიდებული მისი მრავალი ქვე-დეტექტორის საიმედო მუშაობაზე, კერძოდ კი ადრონული კალორიმეტრის ფუნქციონირებაზე. ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრი, რომელსაც ხშირად უწოდებენ TileCal-ს, მოიცავს დეტექტორის ცენტრალურ ნაწილს, რომლის მიზანია ნაწილაკების - ადრონების ენერგიისა და მდებარეობის განსაზღვრა.

ქართველი ფიზიკოსები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან (თსუ მეფი) და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტიდან არიან ATLAS კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრები.

საერთაშორისო კონფერენცია „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“ 6 ოქტომბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42