მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018 დასრულდა
საზოგადოება - 09:47, 02 Oct, 2018     990
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი დასრულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გრძელდება“.-განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 1 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. საზეიმოდ დახურვის ღონისძიებას თსუ რექტორთან ერთად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან უამრავი სტუმარი იყო ჩამოსული და მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა. ძალიან სიმბოლურია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დახურვის ღონისძიება ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში იმართება, იმიტომ, რომ დღეს აქვე იხსნება ევროპული აკადემიის ჰაბი, რომელიც საქართველოს, ახლო აღმოსავლეთს, მთლიანად კავკასიას და ცენტრალური აზიის რეგიონს დაფარავს.“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი აქტივობა გაიმართა, მათ შორის სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის თქმით, ფესტივალის განმავლობაში მეცნიერებითა და ინოვაციებით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა. „ფესტივალი წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული პირველი კორპუსის წინ გაიხსნა და იხურება ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის შენობის წინ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მჭიდრო კავშირს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით ცერემონიაზე სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ის მეცნიერები, რომლებიც 50 წელზე მეტი სხვადასხვა ინსტიტუციებში სწორედ მეცნიერების განვითარებაზე ზრუნავდნენ.

ფესტივალზე ინოვაციური პროექტები წარადგინეს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. „მეცნიერებათა და ინოვაციების ფესტივალზე წარმოდგენილი გვქონდა ჩვენი სამეცნიერო ნამუშევრები, ასევე სასკოლო თვალსაჩინოებები, მათი სასწავლო მასალა, თუ როგორ უნდა შექმნან ჭკვიანი ნივთები. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.“- აღნიშნა ერთ-ერთი პროექტის ავტორმა, სტუდენტმა პავლე წოწკოლაურმა.

ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, გაცნობოდნენ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიულ გამოფენას, მონაწილეობა მიეღოთ გრაკლიანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში და სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.

ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42