2 ოქტომბერს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი აიღებს სტარტს!
საზოგადოება - 09:39, 02 Oct, 2018     1076
2-14 ოქტომბერს საქართველოში კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus”, გაიმართება. ორი კვირის განმავლობაში რალის მონაწილეები ავტომანქანებით იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ჯამში 2,235 კილომეტრს დაფარავენ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა სამოცამდე უცხოელი ბიზნესმენი, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.


ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“. - ბარტ კლაინი

მორიგ რალიში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, 9 ქვეყნის წარმომადგენელი 29 პილოტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კო-პილოტი ეყოლება.

ავტომობილები საქართველოში კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირდება. მათი ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობს Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.

ავტომობილები სტარტს 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან აიღებენ. რალის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

Peaks of the Caucasus-ის მარშუტი ასეთია:

2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ)

3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ)

4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ)

5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ)

6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ)

7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ)

8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ)

9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ)

11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ)

12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ)

13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ)

14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ)

14 ოქტომბერს შატო მუხრანში გამოვლინდებიან პირველი 3 ადგილის მფლობელი პილოტები. დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს სპეციალურად თიბისისგან ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცემათ.

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42