ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული თსუ-ში
საზოგადოება - 17:31, 01 Oct, 2018     870

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული გაიხსნება. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ცერნის ATLAS ექსპერიმენტში მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვეიცარია, რუსეთი, შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბრაზილია, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩეხეთი და სხვა). ტაილ კალორიმეტრის პროექტი აერთიანებს 25 ინსტიტუტს და უნივერსიტეტს მთელი მსოფლიოდან.

კონფერენცია შეაჯამებს დეტექტორის მთავარი ამოცანების სტატუსს, როგორებიცაა: კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა მომზადება და ვარგისიანობა, მომსახურეობა, ფუნქციონირება და განახლება.

ATLAS ექსპერიმენტი არის დიდი კვლევითი პროექტი ფუნდამენტური კვლევების ფრონტზე, რომელიც იყენებს თანამედროვე სამეცნიერო ინსტრუმენტებს სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოების მიზნით. ATLAS ექსპერიმენტი არის დიდ ადრონულ კოლაიდერზე არსებულ ოთხ მთავარ ექსპერიმენტთაგან ერთ-ერთი, რომელსაც გადაჰყავს ნაწილაკების ფიზიკა შემეცნების ახალ საფეხურზე. დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ბუნების ფუნდამენტური პროცესების გამოკვლევისათვის ATLAS ექსპერიმენტში მონაწილე ფიზიკოსებმა შექმნეს უპრეცენდენტო ზომის და სირთულის დეტექტორი: 46 მეტრი სიგრძის, 25 მეტრი სიმალღლის და 7000 ტონა წონის. ATLAS დეტექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დეტექტორი ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებისათვის ოდესმე შექმნილ დეტექტორებს შორის და წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით 38 ქვეყანის 180 უნივერსიტეტის და ლაბორატორის 3000-ზე მეტი მეცნიერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან სამრეწველო კომპანიებთან. ATLAS ექსპერიმენტის დიდი პოტენციალი ფიზიკის შესწავლის საქმეში დიდად არის დამოკიდებული მისი მრავალი ქვე-დეტექტორის საიმედო მუშაობაზე, კერძოდ კი ადრონული კალორიმეტრის ფუნქციონირებაზე. ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრი, რომელსაც ხშირად უწოდებენ TileCal-ს, მოიცავს დეტექტორის ცენტრალურ ნაწილს, რომლის მიზანია ნაწილაკების - ადრონების ენერგიისა და მდებარეობის განსაზღვრა.

ქართველი ფიზიკოსები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან (თსუ მეფი) და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტიდან მონაწილეობენ ATLAS ექსპერიმენტში 1994 წლიდან, ექსპერიმენტის მომზადების ადრეულ ეტაპებიდან და არიან ATLAS კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრები.

საერთაშორისო კონფერენცია „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“ 6 ოქტომბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42