რა აკრძალვები, რეგულაციები და ცვლილებები ამოქმედდება 1 ოქტომბრიდან
საზოგადოება - 20:15, 30 Sep, 2018     14274

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში საკანონმდებლო რამდენიმე აკრძალვა, ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ:

  1. 1 ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.
  2. 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა. კერძოდ, ოქტომბრიდან ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.
  3. იკრძალება და დასჯადი ხდება პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება. რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით. განმეორებით ჩადენილი ქმედების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
  4. 1 ოქტომბრიდან მარტივდება ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პროცესი. კერძოდ, იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები აქვთ. ამ სქემით გამარტივდება სესხის გაცემის პროცესი და დაიზოგება მსესხებლის დრო და ხარჯები. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს.
  5. ევროპულ ნორმებთან დაახლოების მიზნით დიზელის საწვავის სტანდარტი ამოქმედდება. კერძოდ, სტანდარტმა "ევრო 4"-მდე უნდა აიწიოს. რეგულაცია გულისხმობს გოგირდის შემცველობის შემცირებას იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს საქართველოში ხდება.
  6. ოქტომბერში იწურება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კომპანიათა საქმიანობის პროფილის მითითების ვადა. ეს ეხება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს. ამ ტიპის სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიები ვალდებულნი იყვნენ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დაერეგისტრირებინათ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, თუმცა, ვადამ ოქტომბრის ბოლომდე გადაიწია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42