საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის არქივი საქართველოს გადმოეცა
საზოგადოება - 20:23, 28 Sep, 2018     1993
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების აკაკი და კიტა ჩხენკელების საუკუნოვანი არქივი საზეიმოდ გადაეცა.


საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არქივში დაცული მასალა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლისთვის. „მოხარული ვარ, რომ დღეიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის, ხელმისაწვდომია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის კიტა ჩხენკელის არქივებში დაცული მასალები. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ არქივის საქართველოსთვის გადმოცემა მოხდა წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს„- განაცხადა ზვიად გონაძემ.

ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა ჩხენკელების არქივის მემკვიდრეებს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს, შვეიცარიაში საქართველოსთან მეგობრობის გაერთიანების პრეზიდენტს თომას ჰოიზერმანს და ქალბატონ და ბატონ კრაიერებს, რომლებმაც უზრუნველყვეს არქივის დიგიტალიზაცია და ორიგინალთან ერთად, თსუ-ს ბიბლიოთეკას ციფრული ვერსია გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ უნიკალური არქივი, რომელშიც დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა და ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები, აკაკი ჩხენკელმა, უმცროს ძმას - კიტას უანდერძა, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, აღნიშნული მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ არქივი გამომცემლობასთან ერთად მარიანა და ტომას კრაერების, ტომას ჰოიზერმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42