87 ასაკში მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა
საზოგადოება - 16:24, 28 Sep, 2018     2219

მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 ასაკში გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძე დაიბადა 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი — ასპირანტურაში. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა.

თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში — პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ — მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში — მდივნად (1981-1987); ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად (1997-დღემდე).

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რამდენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. მწერალთა კავშირშის წევრია 1957 წლიდან.[2]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.[3]

პოეტური კრებულები – “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა,მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’; პიესები: ”სურათები საოჯახო ალბომიდან”, ‘’თავფარავნელის ბალადა”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის’’, “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, “ნადირობის სეზონი’”, “მშვიდობით ლომერა”, ‘’ნახვის დღე’’, ‘’ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”; ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის ‘’შუშანიკის წამება’”, ‘’რუსთაველი,’’ “წინასწარმეტყველი” (ილია), “აკაკი წერეთლის პოეზია”,’ნიკოლოზ ბარათაშვილი”, ‘’ვაჟა-ფშაველა’’, ‘’გიორგი ლეონიძე”, “გალაკტიონ ტაბიძე’,”რობერტ სტურუა’’, ‘”დავით კაკაბაძე”, “ნიკო ფიროსმანაშვილი“, “მესამე ზარი”… წლების მანძილზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი, "მერანმა" გამოსცა 2006 წელს "დრო". გამოცემულია მისი ლექსები" (1956), "ღია სარკმელი" და "სილის საათი" (1961), "შუადღე" (1965) "მახსოვრობა"(1978), "მზე დეკემბერში"(1998).

პიესები:

მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42