"მეც თქვენსავით მაღელვებს პრეზიდენტობის კანდიდატი მანდილოსნის მიერ გამოთქმული პოზიციები…"
სოც.მედია - 15:11, 28 Sep, 2018     4076
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

"ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ყველა მოვლენას, რაც ქვეყანაში ხდება, გვიან ვიგებ ან ზოგჯერ ყურადღების მიღმა მრჩება… მაგრამ მინდა, ჩემმა მეგობრებმა და გულშემატკივრებმა იცოდეთ, რომ მეც თქვენსავით შემტკივა გული შევილმკვდარი მამების ტრაგედიაზე, სოციალურ პრობლემებზე, ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებაზე, ჩემთვის ძვირფასი საქველმოქმედო ფონდის დევნაზე, პატრიარქის დისკრედიტირების გარედან მართულ თუ ეკლესიის ზოგიერთ მსახურთა ქმედებებით გამოწვეულ კამპანიაზე, ე.წ. ქართული მარშით საზოგადოების ნაწილის აღტაცებაზე, ჰომოფობიით და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ერთმანეთისადმი არასოლიდარობით გამოწვეულ ზიზღსა და აგრესიაზე, ძველი შეცდომების მაინც გამეორებაზე, თბილისის ცენტრალური უბნების უკონტროლო გააღმოსავლურებაზე, მეც თქვენსავით მაღელვებს პრეზიდენტობის კანდიდატი მანდილოსნის მიერ გამოთქმული პოზიციები 2008 წლის ომის თუ სხვა საკითხების მიმართ, ისევე როგორც პოზიციების უცაბედი შეცვლაც ძალზედ მაკვირვებს, თქვენთან ერთად მიხარია ყველა დადებითი მოვლენა, ჩვენი ხელოვანების, სპორტსმენების, მეცნიერების, სტუდენტების წარმატება საერთაშორისო თუ შიდა სარბიელზე, მაღალ დონეზე გახსნილი ოლიმპიადა, მთავრობის მიერ განხორციელებული თუ ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დადებითი რეფორმები, თქვენსავით ველოდები “ჩცდ”-ს თუ Homeland-ის ახალ სეზონებს და თქვენთან ერთად უსაზღვროდ მტკივა აფხაზეთი და სამაჩაბლო, თქვენთან ერთად ვლოცულობ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დაღუპული გმირების სულებისთვის, თქვენსავით მინდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო ნათელი და იმედიანი. მაპატიეთ, თუ ვერ ვახერხებ, ვიყო დროული მოვლენათა გამოხმაურებაში, ჩემი პროფესიისადმი პასუხისმგებლობა და თავგანწირვა ასევე მნიშვნელოვანი მგონია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის გაუმჯობესების საქმეში, ამიტომ მომიტევეთ და ყოველთვის მიგულეთ გვერდით!

თქვენი რაჭველი

P.S. რომელიც მის დაუღალავ ორკესტრთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად კვლავ რჩება საკონცერტო დარბაზისა და ძალზედ საჭირო პირობების მოგვარების დაუსრულებელ მოლოდინში… თუმცა ჯერჯერობით არც მე მტოვებს უკეთესი მომავლის იმედი…

P.P.S. სულ მალე ჩვენ ქართული სიმფონიური მუსიკის პროგრამით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 2018 წლის სეზონს დავხურავთ და შევეცდებით, კიდევ ერთხელ მოგცეთ ეროვნული სიმფონიური ორკესტრით სიამაყის განცდის შესაძლებლობა!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42