მთაწმინდის პარკში ხვალ თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება
საზოგადოება - 14:37, 28 Sep, 2018     2291

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 29 სექტემბერს, 11 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან.

ფესტივალის აქტივობები განაწილებულია 6 ზონაში:

სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს;

განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;

ჯანმრთელობის ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ები;

გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს;

საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები.

კულტურული ზონა მოიცავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, შესაბამისად, სტუმრებს შეეთავაზებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო წიგნებზე.

საბავშვო ფესტივალის მთავარ სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „არა“ კონცერტი.

ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.

ფესტივალის წარმდგენია თი-ბი-სის #1 ბარათი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42