მსხვერპლით დასრულებული ავარია ივერთუბანში - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:59, 27 Sep, 2018     9583

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გუშინ ივერთუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, ივერთუბანში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც 3 წლის ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.

თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით, აღნიშნული პიროვნება აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და მას არ ჰქონდა ჟანგბადის ბალონი.

სრული პასუხისმგებლობთ ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული ტყუილი.

ავტოავარიის შესახებ შეტყობინება 112-ში 17 საათსა და 03 წუთზე შევიდა. მისამართის მიღებიდან ზუსტად სამ წუთში ექიმები ადგილზე იყვნენ და პაციენტებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა დაიწყეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი არასრულწლოვანი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ავტოავარიის შედეგად, კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა, აქედან სამი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო დამატებით ბრიგადების მობილიზება, რაც პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა.

15 წუთის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე კიდევ ოთხი ბრიგადა მივიდა. დაშავებულები საავადმყოფოებში ოპერატიულად გადაანაწილეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შემთხვევის ადგილზე პირველად მისულმა ბრიგადამ საჭირო დოკუმენტაციის შევსება, რაც, ასევე, პროტოკოლით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ჟანგბადის ბალონებს, თითოეულ მანქანაში განთავსებულია ჟანგბადის ხუთი ბალონი - სამი პორტატული და ორი - სტაციონარული.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უსამძიმრებს გარდაცლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ცენტრი აცხადებს, რომ თითოეული ბრიგადის ქმედება იყო სწორი - ექიმები მუშაობდნენ ოპერატიულად და პროფესიულად. ამის მიუხედავად, ერთი ადამიანის გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას მოჰყვა სასწრაფოს ექიმების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები.

გვინდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ყოველდღიურად დგანან ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე და ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, ხოლო ასეთი სახის დეზინფორმაცია ღირსებას ულახავს მათ" - აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42