დღეს თსუ-ში ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება
საზოგადოება - 09:30, 27 Sep, 2018     513

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება:

27 სექტემბერს, 10.00 საათზე, გაიხსნება საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. კონგრესზე ფართოდაა წარმოდგენილი ქართველოლოგიის ყველა ძირითადი მიმართულება (ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ქართული ხელოვნების ისტორია). ღონისძიებაზე იმუშვებს ენათმეცნიერების, ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და რელიგიის, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სექციები.

კონგრესზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებით წარსდგებიან აშშ-ის (მასაჩუსეტსი), დიდი ბრიტანეთის (ლონდონი), გერმანიის (ბერლინი), საფრანგეთის (პარიზი), იტალიის (ვენეცია), შვედეთის (მალმო), სლოვაკეთის (ბანსკა-ბისტრიცა), რუსეთის ფედერაციის (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სოჩი, დონის როსტოვი, გროზნი, მაგასი), იაპონიის (ტოკიო), ისრაელის (იერუსალიმი), აზერბაიჯანის (ბაქო) წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების სახელმოხვეჭილი სწავლულები. ეს ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას იძლევა სამამულო და საზღვაგარეთული ქართველოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

კონგრესი, რომლის ორგანიზატორები თსუ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არიან, 28 სექტემბერს დასრულდება.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი

27 სექტემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს, ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, რომის სამართლისა და ევროპის შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელს დოქტორს, პროფესორ ტიციანა ქიუზსა და კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის ინსტიტუტისა და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42