ხელისუფლებამ მზადყოფნაში მოიყვანა ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემაც.
,,ჩვენი არმია მზად არის წინ აღუდგეს ყველა გამოწვევას, მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ვემზადებით. მთავრობამ უკვე მოახდინა საზოგადოების უზრუნველყოფა საკვებიდან მედიკამენტების ჩათვლით", - აცხადებს სირიის პრემიერ-მინისტრი ვაელ ალ ჰალკი.
სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მზად არის შეერთებული შტატების არიმიაც, თურქეთის ავიაბაზაზე გუშინ საღამოს დამატებით 4 სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა. კრიზისთან დაკავშირებთ სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა თურქეთის პრემიერ მინისტრმაც, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭო მკაცრად გააკრიტიკა. ორგანიზაციის ექსპერტებმა კი უკვე ჩაიტანეს სირიაში აღებული ქიმიური სინჯები ჰააგაში. დასაკვნას სავარაუდოდ მომდევნო ორი კვირის ვადაში მოამზადებენ.
,,სამწუხაროდ გაეროს უშიშროების საბჭოს არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია იმ ორი ქვეყნის გამო, რომელთა პოზიციაც ამ პროცესს ბლოკავს, უშიშროების საბჭო უფუნქციო ორგანო გახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთად ვიმოქმედოთ სირიისათვის, სადაც 100 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, დრო დადგა ხალხის ხოცვა შეწყდეს", - განაცხადა თურქეთის პემიერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.
მასალის გამოყენების პირობები






