“მის შესახებ კიდევ ერთს მოგიყვებით, რომელიც არავინ იცის” - რა ისტორიას იხსენებს დიმიტრი ტატიშვილზე გარდაცვლილის მეგობარი
სოც.მედია - 20:52, 26 Sep, 2018     8113
არსებული ინფორმაციით, დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში დიდ დიღომში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, შემთხვევისას საკუთარ ბინაში მარტო იმყოფებოდა.

"ნიუპოსტთან" ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მისმა ძმამ აღმოაჩინა, რომელიც დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან გადავიდა.

ოჯახის ახლობლები ტატიშვილს დადებით ადამიანად ახასიათებენ და იმ სიკეთეებზე ამახვილებენ ყურადღებას რომლის ჩადენაც ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლეში მოსწრო:

“დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვე­ბის­თვის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აუ­ზით და­ა­მახ­სოვ­რდა. მე კი­დევ ერთს მო­გიყ­ვე­ბით და ეს ამ­ბა­ვი არა­ვინ იცის. სამ­წუ­ხა­როდ, მისი წას­ვლის შემ­დეგ მიხ­დე­ბა მის კი­დევ ერთ სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი. სულ მალე, დამ­წყებ დი­ზა­ი­ნერ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ად­გი­ლიც შერ­ჩე­უ­ლი გვქონ­და და მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც. სამ­ზა­დი­სი ზა­ფხულ­ში, ივ­ნი­სის თვი­დან და­ვი­წყე. ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, რჩე­ბო­და მხო­ლოდ ერთი უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი პრობ­ლე­მა – გა­ნა­თე­ბა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მი­ვი­კითხ-მო­ვი­კი­თხეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ნა­თე­ბა ძალ­ზე ძვი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა ყო­ფი­ლა და მი­ნი­მუმ 2000 ლარი იყო ამის­თვის სა­ჭი­რო. მივ­ხვდი, რომ ვი­ღუ­პე­ბო­დი.სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყველ­გან გა­ნა­თე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი, ვე­ძებ­დი ნაც­ნო­ბებს, მე­გობ­რებს, ვი­საც ცოტა ია­ფად შე­ეძ­ლო ჩვე­ნი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, მაგ­რამ ამა­ოდ.

ბო­ლოს, ერ­თმა გო­გომ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­ცა, და­უ­რე­კე, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, გა­ნა­თე­ბაც აქვს და იქ­ნებ და­გეხ­მა­როს, ოღონდ ჩემი სა­ხე­ლი არ ახ­სე­ნოო.იმა­ვე სა­ღა­მოს ვრე­კავ, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნაც არ მაქვს, ვის­თან. უბ­რა­ლოდ, კე­თილ ადა­მი­ან­თან ვრე­კავ, მეტი არა­ფე­რი ვიცი.რამ­დე­ნა­დაც მო­ვა­ხერ­ხე, და­ლა­გე­ბუ­ლად ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და მერე პირ­და­პირ ვა­ჯა­ხე: ფული არ გვაქვს, მაგ­რამ ქარ­თულ საქ­მეს ვა­კე­თებთ და უნდა დაგ­ვეხ­მა­როთ-მეთ­ქი. და გა­ვი­სუ­სე, პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში.- დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეხ­მა­რე­ბით, – იყო პა­სუ­ხი. წა­მიც არ დას­ჭირ­ვე­ბია და­სა­ფიქ­რებ­ლად. ოღონდ ცოტა დრო უნდა მომ­ცეთ, ჩემს შო­უ­რუმს ვა­კე­თებ და მალე მოვ­რჩე­ბიო. მერე ტე­რი­ტო­რია მა­ნა­ხეთ და და­ვი­წყო­თო.სა­ი­დან ხართ ასე კე­თი­ლი-მეთ­ქი, ვკი­თხე. იმ ბიჭს მივ­ბა­ძე, ბავ­შვებს აუზი რომ გა­უ­კე­თაო. ხე­დავთ, რო­გო­რი გდამ­დე­ბია სი­კე­თე-მეთ­ქი? გა­ე­ცი­ნა და და­მემ­შვი­დო­ბა.სამი დღის შემ­დეგ გა­ვი­გე, სწო­რედ იმ კაცს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ბავ­შვე­ბი რომ აუ­ზით გა­ა­ხა­რა. დღე-დღე­ზე უნდა შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დი… ნა­თელ­ში იყა­ვი, კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნო! უფალ­თან მი­სას­ვლელ გზას იმ ბავ­შვე­ბის სი­ხა­რუ­ლით ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი გა­გი­ნა­თებს! ღმერ­თმა და­ი­ფა­როს შენი კე­თი­ლი სული!” - წერს უჯ­მა­ჯუ­რი­ძე.

ბიჭი, რომელმაც დიდ დიღომში, კორპუსში მცხოვრებ ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 2 დღის წინ იპოვეს. მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით ტატიშვილს ერთი ჭრილობა, დანით გულში აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ტა­ტიშ­ვილს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი დარ­ჩა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42