თსუ-ში საერთაშორისო სიმპოზიუმი - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა“ გაიმართა
საზოგადოება - 16:06, 26 Sep, 2018     1032

სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა საბჭოთა პერიოდის მწერლობაში, სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა მოდერნისტულ მწერლობაში, "ხალხების" თვითგამორკვევის უფლება და "მრავალეროვნული ლიტერატურის" საბჭოთა იდეა, პოლიტიკური თავისუფლება, როგორც თემა ემიგრანტების მემუარულ მწერლობაში, სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა პოსტმოდერნისტულ მწერლობაში და სხვა საკითხები განიხილეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა,“ რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართული და უცხოური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სიმპოზიუმი მეოცე საუკუნის მწერლობაში სუვერენიტეტის იდეას ეძღვნება. „ძალიან მნიშვნელოვანი სიმპოზიუმია, სადაც მონაწილეობას 17 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები იღებენ. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით წარმატებული იქნება,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირმა რატიანის ინფორმაციით, სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მეცნიერების განვითარებას. „სიმპოზიუმი საკმაოდ მასშტაბურია. ვფიქრობ, სიმპოზიუმის განმავლობაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, მნიშვნელოვანი დიალოგი შედგება. 12 სხვადასხვა თემატური პანელი იმუშავებს და თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ირმა რატიანმა.

სიმპოზიუმში 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. მათ შორის: აშშ, კანადა, იაპონია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

ღონისძიება თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42