ეროვნულ მუზეუმში ვორკშოპი „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება“ გაიმართა
საზოგადოება - 16:01, 26 Sep, 2018     884

„ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება,“- ამ დასახელების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრებიან. ვორქშოპის თემა იყო „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება“.

„იტალიას კულტურული მემკვიდრეობის მართვის და ტექნოლოგიის ინტეგრაციის განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთსაა შერწყმული მაღალი ტექნოლოგია და ესთეტიკა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოვადგინოთ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა,“- აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

„ძალიან საინტერესო მოხსენებებია - ინოვაციების შეხვედრა კულტურულ მემკვიდრეობასთან. ეს მიმართულება ახლა ვითარდება ჩვენ ორ ინსტიტუციას -თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის. ტექნოლოგიებისა და კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ურთიერთობა ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, “- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ვორქშოპები გამართეს ცნობილმა იტალიელმა მეცნიერებმა მარკო კაპელინიმ, ჯორჯო ჯენტამ, რენატო საპორიტომ, ლაურა ლონგომ და რობერტო სკოპინიომ. იტალიელმა სპეციალისტებმა ქართველ მსმენელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში. ვირტუალურ და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცვლილება შეაქვს მუზეუმების მოწყობაში. ახალი ტექნოლოგიები ეხმარება დამთვალიერებლებს, უკეთ აღიქვან ხელოვნების ნიმუშების კულტურული და ესთეტიკური ღირებულებები.

„კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინების საქმეში ახალი ტექნოლოგიების ჩართვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ, ჯერ ერთი, მოიზიდონ უფრო მეტი მნახველი და, ამავე დროს, გააახალგაზრდავონ მნახველთა ასაკი; მეორე - ახალმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და კვლევას. იტალიაში კერძო კომპანიებმა, სახელმწიფო ინსტიტუციებმა დანერგეს ახალი ტექნოლოგიები კულტურის უკეთ და უფრო ფართოდ წარმოსადგენად. ტურიზმი საქართველოსთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოს სიმდიდრის წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.

ვორქშოპი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე იტალიის მეცნიერების დღის ფარგლებში ჩატარდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42