თსუ-ში ახალი სმარტლაბი SMART|SmR_lab (School meets Research) გაიხსნება
საზოგადოება - 13:28, 26 Sep, 2018     934

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სმარტლაბი SMART|SmR_lab (School meets Research) გაიხსნება, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი. სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით, აპარატურით სმარტ-ლაბორატორიის აღჭურვას იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს. დოკუმენტს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.

სასკოლო ლაბორატორია (JuLab) სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გაცვლით პროგრამებსაც განახორციელებს. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, იულიხის კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით უნივერსიტეტს უკვე აქვს ორი SMARTLAB-ი, მესამე ლაბორატორია კი ნევროლოგიის მიმართულებით მალე გაიხსნება. „დღევანდელი მემორანდუმის თანახმად, ახალი ლაბორატორია სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება გათვალისწინებული; იმისათვის, რომ მათ სამეცნიერო ცდებში მიიღონ მონაწილეობა. ახალი SMARTLAB თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება და იგი ნებისმიერი სკოლის მოსწავლისთვის ღია იქნება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო აქტივობებში ჩაერთვებიან და შესაბამის ინფორმაციასაც მიიღებენ. „იულიხის კვლევით ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაგეგმილია მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოპულარული კვლევების ინტეგრაციის ხელშეწყობა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრის სებასტიან შმიდტის თქმით, საჭიროა ახალგაზრდა თაობის, ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება, რომელიც სკოლის პერიოდიდან უნდა დაიწყოს. „სასკოლო ლაბორატორიების საქმიანობამ მეცნიერების, კვლევების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ ალტერნატივა პროფესიისა და მეცნიერების შერჩევაში. ეს ყველაფერი სამომავლოდ საქართველოს უკან დაუბრუნდება,“ - აღნიშნა დირექტორთა საბჭოს წევრმა.

ახალი კონცეფციის ფარგლებში ამოქმედდება ქართველი მოსწავლეების და მასწავლებლების საპილოტე გაცლითი პროექტები. პროექტის ძირითადი მიზანია იმ ახალი მიდგომების გაცნობა, როგორ აწვდიან მოსწავლეებს სკოლებში მეცნიერული კვლევების პრაქტიკაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.

„ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“ (GGSB), რომელიც იულიხის კვლევითი ცენტრის (FzJ) ინსტიტუტებს საქართველოს უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) კონსორციუმთან აკავშირებს, 14 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ კონცეფციის ფარგლებში 2018 წლის ივნისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ინტერსთა დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42