თსუ-ში ახალი სმარტლაბი SMART|SmR_lab (School meets Research) გაიხსნება
საზოგადოება - 18:25, 25 Sep, 2018     820

26 სექტემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სმარტლაბის SMART|SmR_lab (School meets Research) შექმნის განზრახულობათა დოკუმენტს მოეწერება ხელი. დოკუმენტს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი სებასტიან შმიდტი და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს შტროერი.

დოკუმენტის თანახმად, იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრთან არსებული სასკოლო ლაბორატორია (JuLab) უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

ღონისძიების დროს დაგეგმილია ინფორმაციული ხასიათის მოხსენებები, ბუნებისმცოდნეობის მასწავლებლებისთვის კი ჩატარდება მასტერ კლასი: როგორ ეცნობიან 7-12 წლის ასაკის ბავშვები ელექტრობას.

ახალი კონცეფციის ფარგლებში ამოქმედდება ქართველი მოსწავლეების და მასწავლებლების საპილოტე გაცლითი პროექტები. პროექტის ძირითადი მიზანია იმ ახალი მიდგომების გაცნობა, თუ როგორ აწვდიან მოსწავლეებს სკოლებში მეცნიერული კვლევების პრაქტიკაზე დაფუძნებულ ინფორმაციას. გერმანული მხარე უზრუნველყოფს სმარტ-ლაბორატორიის აღჭურვას სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით/აპარატურით.

„ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“ (GGSB), რომელიც აკავშირებს იულიხის კვლევითი ცენტრის (FzJ) ინსტიტუტებს საქართველოს უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) კონსორციუმთან, 14 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ კონცეფციის ფარგლებში 2018 წლის ივნისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ხელი მოეწერა ინტერსთა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივადიან თანამშრომლობას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42