არსებული ინფორმაციით, დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში დიდ დიღომში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, შემთხვევისას საკუთარ ბინაში მარტო იმყოფებოდა.
"ნიუპოსტთან" ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მისმა ძმამ აღმოაჩინა, რომელიც დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან გადავიდა.
ოჯახის ახლობელის თქმით, გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
"ვალები ჰქონდა და ამბობდა რომ დეპრესიამ შემოუტია, კონკრეტულად ვისი და რა რაოდენობის თანხა ჰქონდა არ ვიცით, შოკირებულები ვართ"- აღნიშნავს ოჯახის ახლობელი.
დიღომში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალების შესახებ "ნიუპოსტმა" ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.
როგორც ტატიშვილის მეგობარი ყვება, მამაკაცს ერთი ჭრილობა, გულში აქვს მიყენებული.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.
ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი დახვდა.
მასალის გამოყენების პირობები






