ნასაკირალის სკოლაში, გაკვეთილის მსვლელობისას, მასწავლებელს ჭერიდან ჩამოვარდნილი ბათქაში დაეცა
შემთხვევა - 13:40, 25 Sep, 2018     2666
დღეს დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, სწავლის პროცესის დროს, ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა, რომელიც მასწავლებელს დაეცა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჭერიდან ბათქაში მეცხრე კლასის საკლასო ოთახში ჩამოვარდა. ბავშვები არ დაშავებულან, პედაგოგმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

მომხდარან დაკავშირებით "გურიის მოამბე" სკოლის დირექტორს, ზაზა ცეცხლაძეს დაუკავშირდა, რომელიც გვეუბნება, რომ სკოლა დიდი ხანია რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა დღემდე არა აქვთ კონკრეტული პასუხი, რას აპირებს ხელისუფლება მაღალკონტიგენტიან სკოლაში:

"კატასტროფულ მდგომარეობაშია მთლიანად სკოლა. მესამე სართული უკვე საშიშიც არის, ისეა ჭერი და იატაკი დაზიანებული. ჩვენი ძალებით ვცდილობთ, შეკეთებას, მაგრამ, რაც გარედან არ ცანს, იმ პრობლემას როგორ მოვაგვარებთ? წინა არჩევნების დროს, დაგვპირდნენ საპირფარეშოს გავაკეთებთო, პროექტი გაამზადეს და მერე გვითხრეს, ფული არ ჩამოირიცხაო. ამ სკოლაში 402 მოსწავლეა და ეს ბავშვები ყოველდღიურად არიან ერთგვარი რისკის ქვეშ. ადგილზე მოსული იყვნენ დაახლოებით ერთი თვის წინ ოზურგეთის მერი, კოტე შარაშენიძე და ქალბატონი ლელა იმედაშვილი. მაშინ ბატონმა კოტემ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება ახალი შენობა სკოლისთვისო. მას შემდეგ არაფერი არ ვიცით"-გვითხრა ზაზა ცეცხლაძემ.

იმაზე, რომ 2016 წელს, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ადგილობრივებს სკოლის სრულ რეაბილიტაციას პირდებოდა, ჩვენთან ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი, დაბა ნასაკირალიდან, ბესო ქათამაზე საუბრობს. მისი თქმით, მაშინ ხელისუფლების მიზანი ხმების მიღების სანაცვლოდ ხალხის მოტყუება იყო და სხვა რაიმე საფუძველი ამ გაცემულ დაპირებებს არ ჰქონია:

"კარგად მახსოვს, 2016 წელს ბატონი თთალაკვაძე თავისი ძვირადღირებული მოტოციკლით დადიოდა ნასაკირალში და პირდებოდა ადგილობრივებს სკოლის რეაბილიტაციას. მისი ბაბუა წლების განმავლობაში იყო ამ სკოლის დირექტორი და მოტივად ეს მოჰყავდა, რომ მისთვის ამ სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მაგათთვის მთავარი მაშინ ის იყო, ხმები აეროთ სიორიძისთვის, თორემ კი ხედავთ მას შემდეგ თუ გაახსენდა ვინმეს ან ნასაკირალი, ან მისი პრობლემები. ბავშვებს ბათქაში თავზე აცვივათ, ამ შენობაში სწავლა მათთვის უკვე საფრთხის შემცველია და არავინ ამბის მომკითხავი არ არის"-გვითხრა ქათამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42