"წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი... მშიერი, მწყურვალი"
სოც.მედია - 10:53, 25 Sep, 2018     12313
სოციალურ ქსელში ეკატერინე ნონიაშვილი მცხეთასთან არსებულ საცობთან დაკავშირებით წერს.

"წუხელ ტელეფონი დამიჯდა, ცხელი ზონიდან რომ დამეპოსტა, კიდევ კარგი, თორემ ჩემ უარეს (უწმაწურ) მხარეს გაიცნობდით, ახლა ცოტა გადამიარა…. თქვე მამაცხონებულებო, თქვე არასწორებო, თქვენი დაგეგმილი, შეკეთებული და აშენებული რო არ გაიშვა, კვირა დღეს, მთელი რაიონი, სოფელი დედაქალაქისკენ რომ მოედინება (თავის გადასარჩენად), ასეთი კოშმარი როგორ უნდა მოუწყო ხალხს…

უძრავად თითქმის 3 საათი სადღაც ძეგვთან ვყმუოდით: მე და ჩემები რთველმოლეულნი სამშობლოდან, ჩემ წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით და უკან მისი ოჯახის წევრები, მათი უბედურების ფონზე რაღა მოსატანია, მაგრამ გვერდით რუსი ტურისტები ფრენამდე 3 საათი რომ ქონდათ დარჩენილი, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მშიერი, მწყურვალი, გახეთქვამდე მისული შარდის ბუშტი და ნერვებახეთქილი მამრი, (არც მდედრები ვაკლებდით მოკითხვებს)….

ჰოდა, გაგებით მოვეკიდებოდით თქვე ჩვენი ცოდვით სავსენო ქვეყნის აღმშენებლობას, ამბავი მაინც რომ მოგეწვდინათ, ერთი პატრული გამოგეგზავნათ მოტოთი (მანქანით გაწვალდებოდა), თავში, ბოლოში ბოდიში მოგეხადათ შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ თქვენც არ ელოდით ხო?…

ხოდა, დაუძახეთ პროფესიონალებს და ისწავლეთ აწი რისკების აწონ-დაწონვა მერე რომ არ გვახოცინოთ ერთმანეთი და არკვიოთ “ვინ დაიწყო ომი”…

არადა, 5 წუთი დააკლდა, გაისროდა ის თვითმარეგულირებელი ჯიპიანი ბიჭი და მოწმეებადაც არ ვივარგებდით არც ერთი… არ ვიცი, როგორ დამთავრდა პაციენტის ისტორია, კიდევ ბევრი ისტორია, ჩვენი ხელისუფალისთვის მხოლოდ სტატისტიკა რომაა….

და რამდენიცალი მანქანა ვიდექითო, რაო შსს-მ?…." - წერს ნონიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42