გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, საქმეც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. მომხდარზე საუბარი უჭირთ, გარდაცვლილის მეგობრებს.
"რა დღე გაგვითენე. შენ ხო მეცოდები და მეცოდები, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა, რომელსაც სამუდამოდ ჩაუქრე ცაზე მზე. სამუდამოდ აუკრძალე მზის ყურება, რო არაფერი ვთქვათ მეგობრებზე რომელთათვისაც მეგობრობის კულტი იყავი. დაე უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი სადაც ყველაზე მართალნი განისვენებენ. რა მწარე დილა გათენდა... ვიცი, რომ შენი სურვილით შენს ოჯახს ამ ტკივილს არ მიაყენებდი. მებრძოლი კაცი იყავი"- წერს ტატიშვილის ერთ-ერთი მეგობარი.
"ჩემო უკეთილშობილესო, ჩემო საამაყო, შენი ტკბილი გული როგორ უნდა გაჩერებულიყო. ჩემო დიტუნა, ჩემო ბიძიკო. ვერ ვიჯერებ, ვერ ვიაზრებ, რომ შენ ამქვეყნად აღარ უნდა იყო. უფალმა გაანათლოს შენი სული, ჩემო გულტბილო და სუფთა ადამიანო. ამას როგორ გავუძლებთ არ ვიცი, ბიძიკო" - აღნიშნავს გარდაცვლილის კიდევ ერთი მეგობარი.
დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.
მასალის გამოყენების პირობები






