წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი დაუსვეს.
წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში ინტოქსიკაციის გამო კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. ბავშვები წუხელ კლინიკა „მედიქლაბ სითიში“ ეტაპობრივად შეიყვანეს.
სამედიცინო პერსონალის განცხადებით, აღნიშნული ექვსი ბავშვიც საავადმყოფოში იმავე სიმპტომებით მოხვდა, რგორითაც წინა შემთხვევებში. ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს.
წინა დღეებში კლინიკაში 11 ბავშვი მიიყვანეს, მათგან 4 უკვე გაწერილია, 7 კი ამ დრომდე მკურნალობს. რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
მასალის გამოყენების პირობები






