თბილისში კრწანისობის დღესასწაული გაიმართა
საზოგადოება - 17:35, 24 Sep, 2018     1157

თბილისში, კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.

ილია ელოშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებას საფუძველი ჩაუყარა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა.

„300 არაგველი არის ვაჟკაცობის, შემართების და გამარჯვების სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის ბრძოლა წავაგეთ, რეალურად, სამასმა არაგველმა ეს ბრძოლა მოიგო და საუკუნეებს დაუტოვა ასეთი მაგალითი, რომელზეც უნდა დაიზარდონ ჩვენი შვილები. მათ გვაჩვენეს მაგალითი იმისა, რომ წაგებული ბრძოლა არ არსებობს, თუკი შემართებით და ვაჟკაცურად იბრძოლებ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში გარდაცვლილთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, მოგვიანებით კი ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორული და თეატრალური ნომრები.

სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც სიმბოლურად საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნებას და ქვეყნის ერთიანობას განასახიერებდა. სანახაობის შემდეგ მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა: სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42