"გზა არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს, საბავშვო ბაღი აქ არ არის, კილომეტრებს გავდივართ, მეორე სოფელში რომ მივიყვანოთ ბავშვები, გარე განათება აქ არ არის, ღამით ქუჩაში ვერ გამოხვალ და ახლაგვეუბნებიან, საარჩევნო უბანიც არ გვექნება თურმე და ვიღაცის სახლში მოგვიწყობენ უბანს. არც არჩევნებს ჩავატარებინებთ და ამ ცენტრალურ გზასთან ერტად, რკინიგზასაც გადავკეტავთ"-აცხადებენ ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთში მიმდინარე აქციის მონწილეები.
ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით ოზურგეთი-ურეკის დამაკავშირებელი გზაც გადაკეტეს, შეჩერებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ელოდებიან მუნიციპალიტეტის მერს.
მოსახლეობამ სოფელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, აქცია არა ერთხელ გამართა. მათი ძირითადი პრობლემა ავარიული გზაა. ითხოვენ ბუნებრივ აირს და გარე განათებას.
მასალის გამოყენების პირობები






