თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავადა, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკები უკვე დატოვა.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ.-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს ხოფასა და არხავის საავადმყოფოებში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
დამატებითი გამოკვლევის მიზნით, 2 მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონულ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.
საქართველოს საკონსულო მიმიდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები






