"ეს ქვეყანა არის დახურული...რა ხდება ჩვენს თავს"?
საზოგადოება - 17:37, 21 Sep, 2018     3141

უგზოობა, უწყლობა, ფაროსანასგან განადგურებული მოსავალი და მოახლოებული ზამთრის შიში-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ადგილობრივები, პირველ რიგში დაპირებული სკოლის მშენებლობას ითხოვენ, რომ ბავშვებს ნორმალური განათლების საშუალება მიეცეთ. მათი განცხადებით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახების გამო, სოფლები მალე სრულიად დაცარიელდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათ ხელისუფლება კომპენსაციებს არ გადაუხდის, ზამთარში სერიოზული შიმშილობა ელოდებათ, რადგან მოსავალი მთლიანად განადგურებულია:

„წესი არის ასეთი, თუ ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატი, რომელიც ზის პარლამენტში, ვერ მოახერხებს ჩვენი, ხალხის პრობლემების გადაჭრას და მოსმენას, უფლება უნდა გვქონდეს, ის გამოვიწვიოთ პარლამენტიდან.

ქალბატონი წილოსანი პირადად ვნახე, ვესაუბრე, წელიწადში ერთხელ, ორჯერ შეხვდით ხალხს და ისინი მოგაწოდებენ იმ საკითხებს, რაც პრობლემურია, მაგრამ, ჩამოვიდა აქ, მისცა ერთ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ და დამთავრდა ამით ყველაფერი.

რა ხდება ჩვენს თავს? სკოლაც აღარ აქვს ბავშვებს და კერძო შენობაში სწავლობენ-აღნიშნავს, პედაგოგი, მამია გუჯაბიძე.

"სკოლა, რომელიც იყო სოფელში, მოტყუებით დაგვიშალეს, ვითომ ახალს გავაკეთებთო და სადღაც კერძო სახლში არიან ბავშვები. წამობრძანდით და ნახეთ, სად ზიან ჩვენი ბავშვები და რა პირობებში უწევთ სწავლა. გზა არ არის, ელექტრობოძებიც კი ისეთია ჯიხანჯირში, ლამის წაქცევაზეა. ელქსელებში გვითხრეს, რომ ეს გაკეთდებაო და მას მერე ხუთი წელი გავიდა. ეს ქვეყანა არის დახურული. მივმართავ ხელისუფლებას, თუ არ მოგვისმენენ, გზას გადავკეტავთ, მერე პარლამენტამდეც ჩავალთ. უგზოობის გამო, ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ. კიდე რას მოვითხოვთ იცი? 60 მილიონი ფული გადმორიცხა სახელმწიფომ, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის და ახლა არც ბოსტანი გვაქვს, არც ხილი. ამ ზამთარში იქნება შიმშილობა და კომპენსაციები გვინდა"-ამბობს ადგილობრივი, ამირან მიქელაძე.

"სატრანსპორტო გზა არ არის და ამის გამო, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. გვინდა სკოლა სოფელში. გზა გვინდა და კვალი. სოფელი თუ არ ვარგა, აგი ხალხი კი წავა ყველა და დარჩება ეს ცარიელი ტერიტორიები მთავრობას. წყალი არა, გზა არა, სკოლა არა. რა გვინდა აბა სოფელში"?-ამბობს ვასილ სანიკიძე.

"შუქი გაძვირებულია, გზა არა, წყალი არა. მე ვარ პენსიონერი, 180 ლარით რამდენი რამე ვქნა? ყველას უჭირს სოფელში, მარტო მე კი არა. მთავრობას რამდენჯერ მივმართე განცხადებით, მარა ვინ მომაქცია ყურადღება? ავარიულ სახლში ვცხოვრობ და... ხიდი ვარდება ისეთ მდგომარეობაშია"-გვეუიბნება სონია შაინიძე.

"არაფერი არ გვაქვს ჩვენ. ოთხი წელიწადია გვპირდებიან სკოლას და ვართ ასე მოლოდინის რეჟიმში. მთავრობიდან მევიდა აქ ვინმე ახლა? ტყუილები მარტო, იძახიან გზაი კეთდება-რა კეთდება? სულ არ უნდებიან სოფლის ხალხი. არჩევნებზე გამოჩნდებიან მარტო. მოი არჩევნებზეო რომ მიძახიან, მივალ და გადავხაზავ ყველას. წასასვლელია მაგენი სახლში_ამბობს თამაზ გუჯაბიძე.

"გზა და მეორე პრობლემა ისაა, რომ ფაროსანას შესახებ გვინდა კონსულტაციები, რა ვქნათ და რა პრეპარატები შევიძინოთ. ყველა სხვადასხვა წამალს გვირჩევს და დავიბენით ხალხი. ერთი კონსულტანტი რა გახდა? 100 პროცენტით ზარალი გვაქვს წელს ყველაფერზე"-ასლან თავდგირიძე.

"სოფელ ჯიხანჯირის მოსახლეობა მოითხოვს ელემენტარულს. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, ხელისუფლების დახმარება სჭირდებათ, მაგრამ სად სცალია ამ ხალხისთვის ხელისუფლებას? მარიხუნას თემებით არიან დაკავებულები"-აღნიშნავს დეპუტატი ირაკლი მარშანიშვილი.

"მოგეხსენებათ, რომ ყველა სოფელში თითქმის სტიქიის გამო დაზიანებულია გზები. ჯიხანჯირში, დაიგება 150 მეტრიანი მონაკვეთი, ესენი ითხოვენ 5 კილომეტრიანს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდება. რაც დაგეგმილია, ის გაკეთდება"-ირაკლი გუჯაბიძე, ნიგვზიანის თემის გამგებელი.

ჯიხანჯირელებს კი ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა აცნობა, რომ შესაბამის სამინისტროს უკვე გადაწყვეტილი აქვს სათანადო ადგილზე, რომელიც არ იქნება მეწყერსაშიში, ააგოს ზუსტად ისეთივე სკოლა, როგორიც სოფელ ომფარეთშია.

რაც შეეხება გზას, ჯიხანჯირში რამდენიმე ადგილას გათვალისწინებულია ბეტონის გზის დაგება. სამუშაოები უკვე დაწყებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42