„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
სოც.მედია - 14:56, 21 Sep, 2018     62550

ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი სკოლაში მომხდარ მორიგ ბულინგის შესახებ წერს.

„გუშინ ერთ-ერთ სკოლაში ვახლდი მშობელს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარმომადგენლად. გეტყვით რას ედავება ეს მშობელი მასწავლებელს და სკოლას. ნუ სჯიან მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით, სასჯელის გამძაფრების მიზნით ნუ გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ ნუ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში და ა.შ.

კიდე ერთი საინტერესო ეპიზოდი ის არის, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ. დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო. ბავშვმა ტორტი არ ჭამა, სახლში ატირებული მივიდა და დედას უსაყვედურა, ფული რატომ არ დადეო.. მოკლედ ამ ამბავს კიდევ ბევრი კუდი აქვს.

მე იმის თქმა მინდა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ ეპიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა. მეტიც, ეს მასწავლებელი დანარჩენი მშობლებით გარშემორტყმული მოდიოდა სხდომებზე. ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ, პროკურატურით გვემუქრებოდნენ. შენ რას მიაღწევევ, შე ინტრიგანო, ჩვენ მეტნი ვართო – ამ გოგოს ჩვენს თვალწინ ლანძღავდნენ.

დისციპლინურმა გაამართლა მასწავლებელი. საყვედურიც არ გამოუცხადებია, არადა ცალსახად იკვეთებოდა, რომ მასწავლებლის მართული იყვნენ მშობლები და ეს გოგო თავისი შვილიანად მოძულებული და გარიყული ჰყავდათ, რაც მასწავლებლის მხრიდან ეთიკის კოდექსის ცალსახა დარღვევაა. მშობლებმა პედაგოგის თანდასწრებით განცხადებაც კი დაწერეს და თავიანთი 15 ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა მოითხოვეს, ოღონდ ამ გოგოს შვილი აღარ ყოფილიყო მათ კლასში.

ამ საქმეს ახლა სამეურვეო საბჭო განიხილავს, როგორც სკოლის უზენაესი ორგანო. როგორ განიხილავს, რა პროცედურებით, ამაზე ცალკე დავწერ. შემდეგი ეტაპი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი იქნება.

მოკლედ ასეთი ამბები ხდება ..

იცოდეთ მაინც, სად ვართ და რატომ არის მშობლობის როლის სწორი გააზრება საჭირო.

ცხვრის ფარად ვიდრე გვაქცევდეს ვინმე" - წერს კავთუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42