"დავფიქრებულვართ მაინც, რას ვულოცავთ ბავშვებს? - 12 წელი სრულ ჯოჯოხეთში, სადაც შედიან გენიოსი, ფერადი, თვალებგაბრწყინებული გოგო-ბიჭები"
სოც.მედია - 10:58, 21 Sep, 2018     2381
ფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ახალი სასწავლო წლის დაწყებას ეხმაურება.

„საერთოდ არ მეცინება ამ ფოტოზე – ეს არის სახე თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემისა.

12 წელი სრულ ჯოჯოხეთში, სადაც შედიან გენიოსი, ფერადი, თვალებგაბრწყინებული, ათასგვარი იდეებით და აზრებით თავგამოტენილი გოგო-ბიჭები მხოლოდ იმისთვის, რომ 12 წლის შემდეგ მივიღოთ ერთნაირი, ნაცრისფერი, ერთ ყალიბში ჩამოსხმული და ერთნაირი იდეებით ნაკვები ახალგაზრდობა, რომელთაც თავში ჩაუტენეს (დიახ, ჩაუტენეს და არა ასწავლეს) ინფორმაცია, რომელთა ნახევარზე მეტიც (რბილად რომ ვთქვათ) არასოდეს არაფერში დასჭირდებათ ცხოვრების ბოლომდე და, ამავდროულად, ცხოვრების საუკეთესო წლების 1/3 უკვე დაკარგული აქვთ.

სამაგიეროდ ეს ყველაფერი კეთდება მათზე ზრუნვის სახელით. “აუცილებელი მინიმუმი”, “განათლების რაღაც სტანდარტი”, “განათლების ექსპერტების მოსაზრებით” – ხშირად გაიგონებთ ამ და მსგავს ფრაზებს იმ სისტემის არსებობის გასამართლებლად, რასაც ქართული სკოლა ჰქვია.

ამ ყველაფერს შეგვიძლია დავუმატოთ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელი დიდებული მასწავლებელი, რომელიც ბავშებისთვის სწავლის პროცესის გაფერადებს ცდილობს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და მათაც ხელი აქვთ შეკრული სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის ფარგლებში “ეროვნული სასწავლო გეგმით”, რომელიც საოცარი დოკუმენტი და ჩვენი შვილების ხსნა გვგონია.

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით სასაცილო ჩანს ეს წინასასკოლო მილოცვები. დავფიქრებულვართ მაინც, რას ვულოცავთ ბავშვებს? მათ მშობლებს?

გულწრფელად ვიზიარებ კიდევ რამდენიმე ათასი ბავშვის მწუხარებას, რომლებიც გუშინ ფერადი, განსხვავებული სამყაროდან აიღეს და კონვეირზე დასვეს, რათა 12-წლიანი “მოგზაურობის” შემდეგ ერთნაირ ჩარჩომორგებული ადამიანები მივიღოთ" - წერს ფსიქოლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42