„ტექნიკური ხარვეზის გამო ფილმ "მონაზვნის წყევლასთან" დაკავშირებული პოსტი წაიშალა, ვაქვეყნებთ იგივე პოსტს:
"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.
ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე."- ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
ამერიკული საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორიც კორინ ჰარდია, ფილმ „წყევლა2“-ის სპინ-ოფს წარმოადგენს, მასში მოთხრობილია მღვდლისნ ისტორია რომელიც რუმინეთში ჩადის იმისთვის რომ მონაზვნების ამოუცნობი სიკვდილის საიდუმლო ამოხსნას. მონასტერში მცხოვრებ ადამიანებს შეტაკება ბოროტ ძალასთან უწევთ, რომელსაც მონაზვნის სახე აქვს მიღებული.

მასალის გამოყენების პირობები






