უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე რამდენიმე წელია, რაც ქართველი ემიგრანტების პრობლემებით არის დაინტერესებული, რომელიც ემიგრანტების პრობლემებს ახლოდან იცნობს.
„უმძიმესი ისტორიები მომისმენია. გადის დრო, წლები, ისინი მაქსიმუმ აკეთებენ ოჯახებითვის. ემიგრანტი ქალები სოციალური ქსელის მსხვერპლი გამხდარან, რაზეც უამრავმა მოგვმართა. საქართველოში ზოგიერთ მამაკაცს პროფესიად ექცა ერთდროულად 5 ან 10 ქალისთვის სიყვარულის ახსნა. ემიგრანტებისგან ისინი იღებენ ე.წ. დახმარებას ხან საჩუქარის, ხან ფულის სახით. დროთა განმავლობაში ამ ე.წ. მამაკაცებს ექმნებათ ვითომ პრობლემებ, ამბობენ, რომ ვალებში გადავარდნენ ბიზნესის წარმოებისას ან დაიჭირეს. ფაქტობრივად ტექსტები ერთი და იგივეა. ემიგრანტი ქალები ძალიან გვიან იგებენ, რომ ამ მამაკაცებს ოჯახები ჰყავთ და ვირტუალური ურთიერთობა სიყალბეა. მსგავსი უერთიერთობები ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება“ - აცხადებს ლედი ტუკვაძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






