I ჯგუფის ინვალიდ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლემ მიატოვა საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 10:10, 18 Sep, 2018     2089
34 წლის ქეთი ჯიოევა I ჯგუფის ინვალიდია. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, თუმცა მისი დღევანდელი მდგომარეობა კვლავ სავალალო რჩება.

ქეთი ლაგოდეხში გათხოვდა. თავდაპირველად მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინებოდა, შეეძინა ქალიშვილი სალომე, დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, მაგრამ მისი ბედის ბორბალი 3 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, უკუღმა დატრიალდა.

ქეთი 21 წლის იყო, როდესაც მეორე ქალიშვილი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში მას მოულოდნელად ქვედა კიდურები წაერთვა და სიარული ვერ შესძლო. ადგილობრივმა ექიმებმა დროულად ვერ დასვეს სწორი დიაგნოზი. ზოგს მიაჩნდა, რომ ეს იყო ვირუსის გამწვავების შედეგი, ზოგი კი ქეთის მდგომარეობას მშობიარობის შემდგომი გართულებით ხსნიდა. საბოლოო ჯამში, ექიმებმა ჩათვალეს, რომ საქმე აქვთ ჰორმონალურ პრობლემასთან და ჩიყვის მკურნალობა დაიწყეს, თუმცა გადიოდა დრო, მაგრამ პაციენტის ჯანმრთელობა არ უმჯობესდებოდა.

ქეთი თბილისში გაემგზავრა იმ იმედით, რომ მას სწორ დიაგნოზს დაუსვამდნენ, რაც ეფექტური მკურნალობის საშუალებას მისცემდა. დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ძლიან მძიმე - პოლინეიროპატია. ამ დაავადებას ახასიათებს კიდურების დამბლა და საჭიროებს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას. საიდან უნდა მოეტანა ახალგაზრდა ქალს თანხა, რომელიც მეუღლემ მიატოვა ორ შვილთან ერთად. მას შემდეგ ქეთი ეტლს არის მიჯაჭვული, ცხოვრობს თბილისში ნაქირავებ ბინაში ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად. სალომე ახლა 15 წლისაა, ხოლო მარიამი- 12.

ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია, შემწეობის თანხა მხოლოდ ელემენტარულ პროდუქტებზე თუ ჰყოფნით, გოგონები ეხმარებიან დედას, მაგრამ მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა საყოფაცხოვრებო პირობების ოდნავ გაუმჯობესების საშუალებასაც კი. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე სანახავი იქნება, როდესაც ეტლს მიჯაჭვული ადამიანი ცივ წყალში ხელით რეცხავს სარეცხს...

ქეთის და მის შვილებს დღეს ძალიან უჭირთ. მოზარდები მოკლებულნი არიან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, კვებას, სათანადო მკურნალობას...

მეგობრებო, მოდით გავიღოთ მცირედი, რათა დავეხმაროთ ამ ოჯახს. ქეთის განსაკუთრებით ესაჭიროება სარეცხი მანქანა, რაც შეუმსუბუქებს მას მძიმე ყოფას, ხოლო თქვენგან წამოსული სიკეთე მას დიდი სტიმულს მისცემს!

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქეთი ჯიოევა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/363-jioeva/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42