გია ჯაჯანიძე გორში მოდის სახლს გახსნის
სოც.მედია - 17:55, 17 Sep, 2018     1579

გია ჯაჯანიძე ახალ სეზონს ახალი პროექტებით იწყებს – გარდა იმისა, რომ „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ „ნასაში“ მიიწვიეს, ტელესახე ძალებს ახალ საქმეშიც ცდის – გორში მოდის სახლს ხსნის, სადაც როგორც თვითონ ამბობს, გორელებს საინტერესო მოდელებს შესთავაზებს. იმის მიუხედავად, რომ ბიზნესში გამოცდილება არ აქვს, არ მალავს, რომ დიზაინზე მუშაობა მისი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა. როგორ გაატარა ზაფხულის არდადეგები და რა სიურპრიზი მოუწყო მეგობრებს ბათუმში, ამის შესახებ ტელეწამყვანი თავად გიამბობთ.

გიორგი ჯაჯანიძე: მას შემდეგ, რაც ავიკვიატე, რომ ბედნიერი უნდა ვიყო, გადავწყვიტე, რომ ბედნიერება ვეძებო ყველგან და ყველაფერში, მათ შორის დასვენების დროსაც. ბოლო პერიოდში ისეთი გადაღლილი ვიყავი საქმისგან, ემოციებისგან, ყოველ დღე ბეწვის ხიდზე სიარულით, როცა ზუსტად უნდა იცოდე, რას აკეთებ და გადაცდომის უფლება არ გაქვს, რომ გადავწყვიტე, მარტოს დამესვენა. რაც ასაკში შევდივარ, დასვენებასაც სხვა ფასი მიეცა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ადამიანები, ვინც არდადეგებს შვილებთან, ქმრებთან, ცოლებთან ერთად ატარებენ, თბილისში დაღლილ-დაქანცულები, გასავათებულები ბრუნდებიან. ამ მხრივ, მეც მწარე გამოცდილება მაქვს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ჭკვიანი შვილები მყავდა, როცა პატარები იყვნენ, სადაც არ უნდა წამეყვანა – ზღვაზე თუ მთაში, საშინლად ვიტანჯებოდი. იქ განსაკუთრებით იღვიძებდა ჩემში მშობლის ინსტინქტი, ზღვაზე იმის მეშინოდა, შორს არ გაეცურათ და არ დამხრჩვალიყვნენ, მთაში – ნადირს რომ არ დაეგლიჯა, ასე ყანჩასავით კისერწაგდებული ვიყავი ხოლმე. რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მშვიდ ადგილებს ვეტანები, მაგალითად, ამ ზაფხულს დავგეგმე და მოვიარე ყველა სოფელი, სადაც კი ბავშვობაში დავდიოდი ნათესავებთან. მაშინ ღარიბი ოჯახის ბავშვს სად უნდა დამესვენა – ჩემი დასასვენებელი ადგილები იყო ჭორვილა, ზოდი, სავანე. ახლა ყველა ეს ოჯახი მოვიარე, ყველას დავადებინე პირობა, რომ სუფრებით და მიირთვი, გენაცვალეს, ძახილით არ დამღლიდნენ, როცა მომშივდებოდა, მაშინ ვჭამდი, როცა მინდოდა, ვდგებოდი, როცა მინდოდა, ვწვებოდი, ვიარე ტყეში, მდინარეზე, მეთეზეებთანაც მოვხვდი, მაგრამ ოქროს თევზი ვერ დავიჭირე (იცინის). ასე, სოფელ-სოფელ სიარულით კარგად, მშვიდად და ბედნიერად დავისვენე, სეფაში გადახდილ ქეიფებსაც დავესწარი, სოფლის ქელეხებსაც. ახალ სეზონს ენერგიულად ვხვდები. საერთოდ, მე ძალიან მიყვარს სექტემბერი, რომელიც ჩვენთან ახალი წელივითაა. თითქოს 1 სექტემბერს ახალი ათვლა იწყება. რაც უნდა დრო გავიდეს, 1 სექტემბერს ისეთი შეგრძენება მაქვს, თითქოს სკოლის ასაკში ვბრუნდები, არადა, ახლა რომ ვფიქრობ, რა მწარე იყო ხოლმე მაშინ 1 სექტემბერი, სკოლაში ყველა ახალი ჩანთით რომ მოდიოდა, მე სხვისი გამონაცვალი დაკუჭული ჩალისფერი ჩანთა მეჭირა, სკოლა ისე დავამთავრე, ახალი ჩანთა არ მღირსებია, ერთადერთი, რაც ყოველ 1 სექტემბერს ახალი მქონდა, ეს იყო „პრიჩოსკა“ – „პოლბოქსი“.

წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42