თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საზოგადოება - 16:26, 17 Sep, 2018     1294

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და პირველკურსელების მეასე საიუბილეო ნაკადთან ერთად აღნიშნა. წელს 4432 აბიტურიენტი თსუ-ს სტუდენტი გახდა. აქედან 50%-ზე მეტმა სასწავლო გრანტი მოიპოვა.

თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ და თსუ პროფესორ-მასწავლებლებმა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი. „მივესალმებით სტუდენტების ახალ ნაკადს, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ საიუბილეო, მეასე ნაკადს. წელს ჩვენ ყველა ვზეიმობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს. შესაბამისად ეს ნაკადი გარკვეულად გამორჩეულია. ის იმ ტრადიციების გამგრძელებელია, რომელიც საქართველოში და კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების დანერგვის და შექმნის შემდეგ, ყოველწლიურად ხორციელდება.- აღნიშნა რექტორის მოადგილემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დემურ მერკვილაძე საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელია. მისი თქმით, თსუ საქართველოში უძველესი უნივერსიტეტია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თსუ-ს სტუდენტი გამხდარიყო. „ძალიან მიხარია, რომ ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი ვარ. ამ შედეგს არ ველოდი, მაგრამ თუ ბევრ შრომას ჩადებ და ყველანაირად შეეცდები, მიუღწეველი არაფერია. პირველ რიგში, გეოლოგიის შესწავლა მინდოდა და ვიფიქრე, რომ ამ სპეციალობის სიღრმისეულად შესასწავლად, თსუ საუკეთესოა საქართველოში.“ - აღნიშნა სტუდენტმა.

საკონკურსო ქულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები არიან. სან-დიეგოს უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა აბიტურიენტებმაც არჩევანი სწორედ თსუ-ს პროგრამებზე გააკეთეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42