"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"
საზოგადოება - 11:20, 17 Sep, 2018     15889
თითქმის არ მოიძებნება საქართველოში ოჯახი, რომელსაც ემიგრანტი არ ჰყავს. ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საზღვარგარეთ ეძებს არსებობისთვის, გადარჩენისთვის, საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის საჭირო სახსრებს, რის გამოც უამრავი სიძნელის გადალახვა უწევთ.

თუ სად, როგორ და რა ფორმით შეიძლება გაუწიოს სახელმწიფომ დახმარება ემიგრანტ მოქალაქეებს, ამის შესახებ გვესაუბრება მიგრაციის საკითხების ექსპერტი ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც 11 წელი მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალში. სწორედ ის გვიამბობს საკუთარი სამუშაო გამოცდილებით დაგროვილი მაგალითებით, თუ რა სახის ბარიერებს ეჯახებიან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი მოქალაქეები.

- პირველი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალექეს ხვდება, ეს არის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დამყარება, გაუცხოების დაძლევა, რაც მათ შორის მრავალწლიანმა დაშორებამ გამოწვია. ხშირად საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ქალბატონები კონფლიქტურ სიტუაციებში ხვდებიან. უჭირთ იმ ქცევებისა თუ ცხოვრებისეული წესების მიღება, რაც ოჯახის წევრებს აქვთ. შესაძლოა ხასიათში დიდი ცვლილება არც იყოს და წასვლამდე რა ჩვევებიც ჰქონდათ, ისევ ისეთივე ჩვევებით დახვდნენ, მაგრამ ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის რიტმს აჰყვა და ყოველი წუთი, საათი გათვლილი აქვს, უკან დაბრუნებული ვერ ეგუება ახლობლებლის უმოქმედობას. ვთქვათ, მაგალითისთვის, მეუღლე რომ მთელი დღე უსაქმურად არის და არაფერს აკეთებს. მეორე ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა. ბევრი ემიგრანტი ქალბატონი სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბრუნდება ქვეყანაში. ძალიან იშვიათია ფაქტები, როცა მოქალაქე დაბრუნებულა ფსიქოლოგიური ან ჯანმრთელობის პრობლემის გარეშე. ფაქტობრივად უცხო ქვეყანაში გამომუშავებული თანხა შემდეგ ხმარდება მათ მკურნალობას. მესამე ფაქტორი ის არის, რომ ქვეყანაში დაბრუნებულებს ისევ უწევთ ეკონომიკური პრობლემებთან შეჯახება, რის გამოც იძულებულნი ხდებიან ხელახლა გახდნენ ემიგრანტები.

- რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოს ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეს?

- 1951 წელს დაარსდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში იძულებით ადგილნაცვალი ან უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანისათვის გადაადგილებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რო ამ ოგანიზაციას აქვს ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა, რაც გულისხმობს იმას,რომ ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება მოქალაქე, მიმართავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს უკან დაბრუნების თხოვნით და ორგანიზაცია უზრუნველყოფს მათ მგზავრობას და შემდეგ უკვე საკუთარ ქვეყანაში მათ რეინტეგრაციას. რეინტეგრაციული ხასიათის დახმარებაში მოიაზრება რამდენიმე მიმართულება: სამედიცინო, გადაუდებელი და გარკვეულწილად ბიზნესხელშეწყობა. მე ვმუშაობდი მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციაში 11 წელი. გარდა ამისა მსგავსი ტიპის პროგრამა გააჩნია სახელმწიფოსაც. რომელსაც ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

- თქვენი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არაერთი ემიგრანტი ქალბატონის გასაჭირი გექნებათ მოსმენილი...

- სამწუხაროდ, ასეთი ამბები არ არის ერთჯერადი და ძირითადად კონკრეტული ფაქტების წინაშე მაშინ ვხვდებოდით, როცა მონიტორინგს ვატარებდით და გამოკითხვის დროს ვეკითხებოდით ქალბატონებს, თუ როგორ გრძნობდა ის დაბრუნების შემდეგ თავს და რამდენად შეძლო იმ საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელშიც დაბრუნდა. მახსენდება ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა. ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ სახლი გაყიდული დახვდა, მეუღლე კი სხვაზე დაოჯახებული. გასაოცარია ისც, რომ ამ ქალბატონს უმალავდნენ ამ ამბავს შვილები და მშობლებიც. ის ჩუმად ჩამოვიდა, სიურპრიზის მოწყობა სურდა და აქ ასეთი ამბავი დახვდა. ჩნდება კითხვა, რატომ უმალავდნენ ამ ამბავს? იმიტომ უმალავდნენ, რომ იყო ერთადერთი თანხის შემომტანი ოჯახში.

განაგრძეთ კითხვა

წყარო: mshoblebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42