თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ დღეს სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებაზე თქვა, რომ ეს დღე მისთვის ძალიან მძიმეა.
"გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. 150 პირველკლასელი გვყავს წელს. ბატონო პრეზიდენტო, ახალ სასწავლო წელს სკოლა მეასედ ხვდება - საიუბილეო წელი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მძიმე წელი გვაქვს. მძიმეა ჩემთვის აქ დგომა. მე მგონი, ერთ-ერთი მძიმე დღეა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, სწავლა გრძელდება. ძალიან მიხარია თქვენს გვერდით დგომა, ეს ბევრს ნიშნავს სკოლისთვის. დღეს მე არ ვისაუბრებ ჩვენს მედალოსნებზე, წარმატებებზე, გრანტზე, რადგან სხვა რეჟიმში გვიწევს ყოფნა", - განაცხადა მანანა თურქაძემ.
გასული წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, აღნიშნული სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






