რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ერთ მოსწავლეზე
საზოგადოება - 21:23, 14 Sep, 2018     2233

2011 წელს საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ 554 ლარი იხარჯებოდა, 2018 წელს კი ამ მიზნით 1 123 ლარია გამოყოფილი, ანუ დაფინანსება 2-ჯერ გაიზარდა – საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც ქვეყანაში ზოგადი განათლების მდგომარეობას და დაფინანსებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს ზოგადი განათლების დაფინანსებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 678 მლნ ლარია გამოყოფილი,საიდანაც უშუალოდ სკოლების დაფინანსებაზე 599 მლნ ლარია (მთლიანი დაფინანსების 88%) მიმართული, დანარჩენი თანხით კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების (12 მლნ), უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის (13 მლნ), უფასო სახელმძღვანელოების (23 მლნ) და მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამები (20მლნ) ფინანსდება. ეს თანხა არ მოიცავს საჯარო სკოლების აშენებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელზეც წელიწადში დამატებით საშუალოდ 55 მლნ ლარი იხარჯება.

2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, ზოგადი განათლების (მათ შორის სკოლების)დაფინანსება 1.9-ჯერ (90%-ით) არის გაზრდილი და წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2014 წელი, როდესაც სასკოლო განათლების დაფინანსება შემცირდა. თუმცა ეს იმით იყო გამოწვეული, რომ 2014 წლის ხარჯების ნაწილი 2013 წლის ბიუჯეტიდან წინასწარ დაიფარა. 2018 წელს ბიუჯეტის ხარჯებში სასკოლო განათლების წილი 7%-ია და ბოლო წლებში მასაც ზრდის ტენდენცია აქვს.ზოგადი განათლების დაფინანსების ცვლილებას თუ რეალურ რიცხვებში ვნახავთ (2011 წლის ფასებში), ანუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების ინფლაციას, გამოდის, რომ 2011 წელთან შედარებით დაფინანსება 1.6-ჯერ არის გაზრდილი.

სკოლების დაფინანსება ძირითადად ე.წ. ვაუჩერული სისტემით ხდება, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით რეგულირდება. კერძო სკოლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მოსწავლეზე წლიურად 300 ლარს იღებენ,ხოლო საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე ვაუჩერი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით გამოითვლება. ვაუჩერული დაფინანსების გარდა, საჯარო სკოლები 25 ათასიდან 55 ათას ლარამდე საბაზო დაფინანსებას იღებენ. ამას ემატება დანამატი უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის და სხვა სპეციფიკური დანამატები(მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სკოლებისთვის).

საჯარო სკოლების დაფინანსების ჯამურ მონაცემებს თუ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ 2011 წელს საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ 554 ლარი იხარჯებოდა, 2018 წელს კი ამ მიზნით 1 123 ლარია გამოყოფილი, ანუ დაფინანსება 2-ჯერ გაიზარდა. რეალურ რიცხვებში (2011 წლის ფასებში) თუ ვნახავთ, ერთ მოსწავლის საშუალო დაფინანსება 1.7-ჯერ არის გაზრდილი.

წყარო: Edu.Aris.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42