მერაბ ბერებაშვილი თვლის, რომ მისი შვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა და იგი მოკლულია.
„ორ კვირაში უნდა დაიდოს ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი ზომებისთვის მიმემართა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მაინც ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი გახდა საჭირო“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და სოფელ ხელთუბნის სხვა მცხოვრებლები დღეს მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ.
მათ გორის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
გორში ჩავიდნენ შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც აქციას შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






